logo_geo
ქეთი ლობჟანიძე: ნეტავ არ დადასტურდეს ხიდიდან გადაგდების ეჭვი- რომ აღარაფერი ეშველება, ისეთი ფსიქოპათის ხელწერაა!
- +

30 ივნისი. 2020. 02:24

 

 

ექიმი ქეთი ლობჟანიძე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალებით შეძრულია. ამის შესახებ საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი წერს:

 

ნასვამ და დაბოლილ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ადგილზევე რომ დამთავრებულიყო, ამ ამბავს მსხვერპლი არ ეყოლებოდა!

 

-დრომოჭმული ძველბიჭური მენტალიტეტი რომ არ გადასულიყო მამებიდან შვილებზე, ნაცემი და დაბოღმილი ლაწირაკები შურისძიებისთვის არ გამოიძახებდნენ პიტბულებს და დღეს გიორგი ცოცხალი იქნებოდა!

 

-ჩვენ რომ ჯანსაღი მენტალობის განვითარებული საზოგადოება ვიყოთ, ბავშვებსაც ვასწავლიდით, რომ ახალგაზრდის სიცოცხლის გადასარჩენად და სიმართლის დასადგენად პოლიციასთან თანამშრომლობა საჭიროა, იქნებ ცოცხალი გიორგისთვის მიესწროთ, თან არც სინდისს დაიმძიმებდნენ!

 

-ახლა ხალხი უნდა დაუდგეს გვერდით გიორგის მშობლებს და მოითხოვოს დამნაშავეების დასჯა კანონის შესაბამისად, გაკვეთილად რომ გამოადგეთ კუნთების თამაშის მოყვარულ, აგრესიულ, შურისმაძიებელ თინეიჯერებს! ნებისმიერი ძალადობა შეიძლება დამთავრდეს სიკვდილით და მერე ივიშვიშეთ გაფუჭებულ კარიერაზე და ცხოვრებაზე!

 

-ხომ მძიმე წარმოსადგებია, როგორ ნადირობდნენ დამალულ თანატოლებზე ეს პატარა მოძალადეები, მათში რამხელა აგრესია თუხთუხებდა იმ მომენტში, მაგრამ ნეტავ არ დადასტურდეს ხიდიდან გადაგდების ეჭვი, ეს უკვე რომ აღარაფერი ეშველება, ისეთი ფსიქოპათის ხელწერაა!

 

-იქ მყოფმა ყველა ახალგაზრდამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა თანატოლის სიკვდილზე, არავის აღმოაჩნდა სწორი და ჯანსაღი ინსტინქტი, ეცნობებინა მშობლებისთვის და პოლიციისთვის ძალადობის ფაქტი, ზუსტად ამ პათოლოგიური მენტალიტეტის გამო დამთავრდა ყველაფერი გიორგისთვის და ეს არ იქნება ბოლო მსხვერპლი, სანამ არ ვისწავლით ძალადობაზე ცივილიზებულ რეაგირებას და სანამ მკაცრად არ დავგმობთ მის თუნდაც უმნიშვნელო გამოვლინებას ყოველდღიურობაში!..“- წერს ლობჟანიძე.

 

 

big_banner
არქივი