logo_geo
დათო ლიკლიკაძე: რატომ წერთ, რომ „ვიზიარი“ ქუთაისში თავის ბაზას აუქმებს? საიდან მოგაქვთ ეს ამბავი?
- +

1 ივლისი. 2020. 12:36

 

 

ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე ქუთაისში არსებული „ვიზეარის“ ბაზის გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

მისი თქმით, „ვიზეარის“ ადმინისტრაციამ ინფორმაცია სამ ენაზე გამოაქვეყნდა, თუმცა, ქუთაისში არსებული ბაზის გაუქმების შესახებ აღნიშნული არსად არის.

 

„რატომ წერთ, რომ „ვიზიარი" ქუთაისში თავის ბაზას აუქმებს? საიდან მოგაქვთ ეს ამბავი? ან რა უიმედობაა, ან რა გიხარიათ მდგომარეობის ისედაც დამძიმება? გადაირია კომპანიის ადმინისტრაცია, ამნაირი არაფერი გაგვიგია, სამ ენაზე გამოვაქვეყნეთ ინფორმაციაო. დროებით აუქმებს, მეგობრებო, დროებით, ვიდრე საქართველო არ გახსნის საერთაშორისო საზღვრებს. სხვანაირად ვერ მუშაობს კომპანია. ასე ვარაუდზე რამდენი ბილეთი გაყიდეს, იმდენის დაბრუნება და გაუქმება მოუწია. ასე რომ, სანამ არ დალაგდება მსოფლიო (და ჩვენც), მანამდე აუქმებს. დროებით!“ - განმარტავს ლიკლიკაძე.

 

 

big_banner
არქივი