logo_geo
ლელა წიკლაური: ნინოსთვის ყოველთვის კანონი უფრო მაღლა იდგა, ვიდრე საკუთარი ნათესავი და მეგობარი...
- +

4 ივლისი. 2020. 03:11

 

 

„ სამაგალითო ხარ შენს საქმეში და ვიამაყებ შენით ყოველთვის!!!“ - ასე მიმართავს სოციალურ ქსელში, ჟურნალისტი და პროდიუსერი ლელა წიკლაური, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს, ნინო გიორგობიანს.

 

„ ახლა კარგად დამიგდეთ ყური.... იმიტომ კი არა, რომ ნინო ჩემი მეგობარია და ახლა მისთვის პოსტს ვწერ, არა ...

 

 თქვენზე ვწერ, ვინც ყველა ადამიანურ ტრაგედიას საკუთარი მერკანტიული ინტერესების გამო იყენებთ.... ვინც 19 წლის მოზარდის სიკვდილზე  პოლიტიკური სკანდალის აგორებას ცდილობთ, ვისაც არასდროს გიხარიათ სხვისი წარმატება და თავპირს ილეწავთ კლავიატურაზე თითების კაკუნით, რომ ვინმე გალანძღოთ...

 

 სად არის სიმართლე ცალ ფეხზე გკიდიათ.... და ახლაც არ ვაპირებ ამაზე წერას, რაც თქვენ თვითონაც ძალიან კარგად იცით... მაგრამ აი ასეთი ამაზრზენი კომენტების წერა გაბედნიერებთ....

 

 უბრალოდ ვერასდროს წარმოიდგენთ რას ნიშნავს იყო ასეთი უწყების პიარი, ემსახურებოდე ქვეყანას და შრომობდე დღე და ღამე... ნინოს არავისთვის არასდროს ხელი არ დაუფარებია... ყოველთვის კანონი უფრო მაღლა იდგა მისთვის, ვიდრე საკუთარი ნათესავი და მეგობარი.... თუმცა რას გიხსნით ადამიანებს, რომლებსაც ამ ბიჭის ტრაგედია კი არ გტკივათ, საკუთარ წარუმატებელ და განუვითარებელ ტვინებს დასტირიხართ და ბოღმას ანთხევთ კომპიუტერს, სოციუმს, რომლის უკუქმედების მარგი კოეფიციენტი ბუმერანგივითაა....

 

 როგორ ვერ გავიზარდეთ, როგორ არ ვიხედებით საკუთარი თვალის დირეში... როგორ ვერ ვისწავლეთ გააანალიზების უნარი... რა დღეში ხართ... რა გვჭირს ერო.... ნინო... მიყვარხარ.... სამაგალითო ხარ შენს საქმეში და ვიამაყებ შენით ყოველთვის!!!“ - წერს ლელა წიკლაური.

 

 

big_banner
არქივი