logo_geo
ნინო ჯღარკავა: დღეს კი ნიანგის ცრემლებს ღვრის ნაპროკურორალი გვარამია, რამდენი ადამიანის ცოდვა ადევს, ვინ იცის!
- +

4 ივლისი. 2020. 13:50

 

 

„სირცხვილია, ჩვენი სირცხვილია, რომ 8 წლის მერე ისევ მათზე ვწერთ, მათ ცილისწამებებზე ვნერვიულობთ და გულქვა ადამიანები გამოვყავართ იმ ხალხს, ვინც მობრუნების მერე გრძელ სიას გააკეთებს და პირველი ჩვენს ჩამოხრჩობას ქუჩაში ბღავილით მოითხოვს!“ - ამის შესახებ „XNEWS“-ის რედაქტორი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ვერ ვიძინებ, ფიქრები მძალავს, ფიქრები გუშინდელზე, დღევანდელზე, ხვალ რა იქნება, ფიქრები იმ ჯალათებზე, დღეს ცხვრის ტყავებში გამოწყობილებს ოჯახის წევრებზე მეტად რომ სტკივათ თურმე ის ანგელოზივით ბიჭი შაქარაშვილი, თურმე მის ბიძაზე მეტი ბიძა რომაა ნიკა გვარამია და მისი პარტჟურნალისტები. მახსოვს მწარედ 2011 წლის 27 მაისი, ქუჩა-ქუჩა რომ დავეძებდით ნაცემ ადამიანებს, ზონდერების მიერ დასისხლიანებულ ბიჭებს, ირაკლი ბათიაშვილს ვერ ვპოულობდით მაშინ და როგორ დაგვცინოდნენ ნაცები და მათი მხარდამჭერები, უფრო კარგად უნდა ეცემეთ, უფრო კარგად უნდა დაერბიეთ, თქვე პუტინისტებო და ბურჯანაძის მიმდევრებოო, ის ბურჯანაძე კი გვერდით უზით ისევ დღეს. მახსოვს ჩემი კოლეგა ჟურნალისტების დამცინავი პოსტებიც, დღეს თურმე საშინლად რომ სტკივათ შაქარაშვილი, ლუკა სირაძე, დათუნა სარალიძე და მაშინ ფეხებზე ეკიდათ გირგვლიანიც, გამცემლიძეც, ვაზაგაშვილი, 19 წლის ბუტა რობაქიძე, ის, ქუჩაში დახოცილი 150 ახალგაზრდა, ციხეში ნაწამები პატიმრები, მანქანაში დაცხრილული გია კრიალაშვილი და რამდენი ჩამოვთვალო, წამწამს არ დაახამხამებდნენ, ჩვენც რომ ყველა ამოხოცილი ვენახეთ. დღეს კი ნიანგის ცრემლებს ღვრის ნაპროკურორალი გვარამია, რამდენი ადამიანის ცოდვა ადევს, ვინ იცის! სირცხვილია, ჩვენი სირცხვილია, რომ 8 წლის მერე ისევ მათზე ვწერთ, მათ ცილისწამებებზე ვნერვიულობთ და გულქვა ადამიანები გამოვყავართ იმ ხალხს, ვინც მობრუნების მერე გრძელ სიას გააკეთებს და პირველი ჩვენს ჩამოხრჩობას ქუჩაში ბღავილით მოითხოვს!“ - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

big_banner
არქივი