logo_geo
ვახო სანაია: ეროვნული გამოცდები კი არა, საერთოდ არ უნდა არსებობდეს არანაირი გამოცდა!
- +

6 ივლისი. 2020. 22:02

 

 

 

ჟურნალისტი ვახო სანაია მიიჩნევს, რომ ერთიანი ეროვნული საგამოცდო სისტემა და ზოგადად ნებისემიერი სახის გამოცდა გასაუქმებელია. სანაიას თქმით, დღევანდელი განათლების სისტემა არ უზრუნველყოფს იმას, რომ დიპლომის მქონე სტუდენტი ხარისხიან პროდუქტს დადებს და ხშირად, ბაკალავრი ან მაგისტრი სმასახურში მიღებისას გრძელვადიან პრაქტიკებს საჭიროებს.

 

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, საგანმანათლებლო ბიუროკრატიული სისტემა სინადვილეში კონვეირია, რომელიც უშვებს დიპლომიან, ძირითადად საშუალო ნიჭის ან უნიჭო ტიპებს, მათ შორის ფრიადოსნებს.

 

სულ მინდოდა ამის თქმა საჯაროდ და სწორედ დღევანდელ დღეს უნდა ვთქვა. ეროვნული გამოცდები კი არა, საერთოდ არ უნდა არსებობდეს არანაირი გამოცდა. ყველაზე დიდი ბოროტებაა. ადამიანის გაწამების, ნიჭის ჩახშობის, არტახებში მოქცევის და ათასი უბედურების სათავეა. უნდა სწავლა – ისწავლის, არ უნდა – არ ისწავლის. ბოლოს ყველაფერს დამსაქმებელი გადაწყვეტს არა დიპლომის, არამედ გასაუბრებისა და პრაქტიკის გავლის საფუძველზე.

 

დიპლომის მიხედვით, სამსახურში ისედაც არასდროს მივიღებდი თანამშრომელს. საჯარო სამსახურშიც იგივე პრინციპი უნდა იყოს. გამოცდები და მასზე დამატებული ეს საგანმანათლებლო სისტემები არის კონვეირი, რომელიც უშვებს დიპლომიან, ძირითადად საშუალო ნიჭის ან უნიჭო ტიპებს, მათ შორის ფრიადოსნებს.

ჩემი აზრით, ყველაზე მეტი უნიჭო სწორედ ფრიადოსნებს შორისაა. სტატისტიკას ქმნის რა. ვის რად უნდა ბევრი ნიჭიერი, საშუალო ნიჭის და ბევრი უფრო კომფორტულია. ნიჭიერი ადამიანისთვის ყველანაირი გამოცდა კოშმარია”, – წერს ვახო სანაია.

 

 

big_banner
არქივი