logo_geo
ბაია პატარაია: სურამის ფემიციდზე- ქმარს მოელანდა, რომ კაცი ეწვა გვერდზე ცოლს და იმიტომ მოკლაო...
- +

8 ივლისი. 2020. 23:11

 

 

ორგანიზაცია „საფარის“ დამფუძნებელი ბაია პატარაია სურამში მომხდარი მკვლელობის შესახებ წერს:

 

სურამის ფემიციდზე: ქმარს მოელანდა, რომ კაცი ეწვა გვერდზე ცოლს და იმიტომ მოკლაო... ანუ რეალობა რომ ყოფილიყო ეს, უნდა მოეკლა?! ამას ღაღადებს ერი?

ჰო, ასეთია დღეს ფემიციდის "გაპრავება" ამ უბედური მკვლელების ქვეყანაში.

 

სანამ ერთიანი სტანდარტით არ მივუდგებით კაცის და ქალის სექსუალურ თავისუფლებას, და გნებავთ ღალატს, იქამდე არაფერი გვეშველება ერს.

და საერთოდ, ეს მორალიზმი, ფსევდო-პატიოსნება და ფსევდო-პატრიოტიზმი მოგვიღებს ბოლოს, ყველა სენი ამისგან გვჭირს. გადაგვჭამეს ფარისევლებმა, მატყუარა პატრიოტებმა და მატყუარა პატიოსნებმა, გამოხრეს და გამოულპეს ძირი მთელ ღირებულებათა სისტემას. ყველაფერი რომ ფსევდო და ტყუილია ამ ქვეყანაში და ყველაზე ამორალური ხალხი რომ დაუსრულებლად მორალისტობს და ცრუობს, მაგიტომ ვიხრჩობით და ვღაფავთ სულს.

big_banner
არქივი