logo_geo
მაია ფანჯიკიძეს ავსტრიის მთავრობამ განსაკუთრებული დამსახურებებისთვის ორდენი გადასცა
- +

8 ივლისი. 2020. 22:53

 

 

 

მაია ფანჯიკიძე ავსტრიის მთავრობამ სპეციალური ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინბფორმაციას მაიას და, ნათია ფანჯიკიძე ავრცელებს.

 

დღეს დიდი დღე იყო ფანჯიკიძეებში, - მაიას ავსტრიის მთავრობამ გადასცა ორდენი, ქართულ-ავსტრიულ ურთიერთობებში და ავსტრიული კულტურისთვის გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის. ეს ორდენი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჯილდოა, რომელსაც ავსტრიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ანიჭებენ გამორჩეულ ადამიანებს.

როგორც უმცროსმა დამ, უფროსის დაბადებისდღეზე რამე საჩუქარი რომ უნდა ერგოს, ჩემით მივინიჭე სტაფილოს ორდენი.

პ.ს. ახალი კაბა ვერ ჩავიცვი, არ ჩამეტია“- წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

big_banner
არქივი