logo_geo
პაატა ნაცვლიშვილი: მოღვაწე აკაკი წერეთელიც კი არ ყოფილა, არც ფიროსმანი, არც გალაკტიონ ტაბიძე...
- +

10 ივლისი. 2020. 11:53

 

 

ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი სიტყვის „მოღვაწეობა“ არასწორ გამოყენებაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ახლა სად მოღვაწეობო, ტელეწამყვანი ეკითხება დასტურ სახელიან სპორტსმენს.

 

ახლა სერბეთის სახელით ვმოღვაწეობო, – ასეთია პასუხი.

 

მოღვაწეობ არა, ტოროლა!

 

არც შენა ხარ მოღვაწე და არც კითხვის დამსმელი.

 

თამაში, მუშაობა თუ საქმიანობა სხვაა და მოღვაწეობა სხვა.

 

მოღვაწე აკაკი წერეთელიც კი არ ყოფილა, არც ფიროსმანი, არც გალაკტიონ ტაბიძე, არც დავით ციმაკურიძე. მოღვაწე ილია ჭავჭავაძე იყო. კიდევ ექვთიმე თაყაიშვილი. კიდევ გიორგი ნიკოლაძე. უფრო აქეთ – რეზო თაბუკაშვილი.

 

ვინ იცის, მერამდენედ ვამბობ ამას!

 

ამ სიტყვას დიდი სიფრთხილით უნდა მოვეპყრათ. ხოლო პირველ პირში საერთოდაც არ უნდა იხმარებოდეს!“ - წერს პაატა ნაცვლიშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი