logo_geo
ქეთი დოლიძე: ბევრმა მოვაწერეთ ხელი გეგას და ბიჭების შეწყალების წერილს!
- +

10 ივლისი. 2020. 15:52

 

 

რეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში გეგა კობახიძისა და „თვითმფრინავის ბიჭების“ შესახებ მოგონებას აქვეყნებს.

 

„პირველად ვყვები ამ ამბავს: გეგას ამბის მერე ბევრმა მოვაწერეთ ხელი გეგას და ბიჭების შეწყალების წერილს!

 

მერე დაიწყო კგბ-მ ზეწოლა, რომ ადამიანებს უკან წაეღოთ ხელმოწერა!

 

დადგა ჩემი რიგი.

 

დამიბარეს რეზო ჩხეიძის კაბინეტში!

 

შევედი და რეზო ჩხეიძის სავარძელში ზის კგბ-ს უსახური, გარეწარი ტიპი.

 

მე უკვე გადაღებული მყავს  ჩემს ორ ტელესპექტაკლში გეგა.

 

„წაიღეთ თქვენი ხელმოწერა და ამით გადაარჩენთ გეგასო“.

 

მე ვუპასუხე: „მამამ ბავშვობაში ისეთი კალმისტარი მაჩუქა, ხელს რომ ვაწერ, არ იშლება ჩემი ხელმოწერა-თქო“.

 

შევაქციე ზურგი და გამოვედი!

 

გამომყვა რეზო ჩხეიძე და გადამეხვია...

 

ორივე ავტირდით!

 

ჩემი გეგა!

სპექტაკლი „გაკვეთილები“ კგბ-მ წაშალა, დარჩა „დღესასწაული“!

 

ჩემი გეგა!!!!

წაწყდით, კგბ-ს ნაშიერებო!!!“ - წერს ქეთი დოლიძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი