logo_geo
ირმა ინაშვილი: თორნიკე შენგელიამ ბევრჯერ ასახელა საქართველო და კიდევ ბევრჯერ ასახელებს
- +

10 ივლისი. 2020. 16:32

 

 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის გამო ატეხილ აჟიოტაჟს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„თორნიკე შენგელიამ ბევრჯერ ასახელა საქართველო და კიდევ ბევრჯერ ასახელებს, მაგრამ მე სულ სხვა რამ მაფიქრებს:

 

  1. ვინც შენგელიას თავს ესხმის, ამ აღშოთებულთაგან, ომის შემთხვევაში, რამდენი წავა წინა ხაზზე და დაიცავს სამშობლოს?

 

  1. ვინ მოგვცა უფლება, რომ ავუკრძალოთ სპორტსმენს, მომღერალს არჩევანი სპორტსა და ხელოვნებაში, ვინ დაგვნიშნა მათი კარიერის რევიზორებად, გამოფხიზლდით.

 

  1. ამ მარაზმიდან გამოსვლას როდის ვაპირებთ?“ - წერს ირმა ინაშვილი.

 

big_banner
არქივი