ირმა ინაშვილი: თორნიკე შენგელიამ ბევრჯერ ასახელა საქართველო და კიდევ ბევრჯერ ასახელებს
-
+
10 ივლისი. 2020. 16:32
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის გამო ატეხილ აჟიოტაჟს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„თორნიკე შენგელიამ ბევრჯერ ასახელა საქართველო და კიდევ ბევრჯერ ასახელებს, მაგრამ მე სულ სხვა რამ მაფიქრებს:
- ვინც შენგელიას თავს ესხმის, ამ აღშოთებულთაგან, ომის შემთხვევაში, რამდენი წავა წინა ხაზზე და დაიცავს სამშობლოს?
- ვინ მოგვცა უფლება, რომ ავუკრძალოთ სპორტსმენს, მომღერალს არჩევანი სპორტსა და ხელოვნებაში, ვინ დაგვნიშნა მათი კარიერის რევიზორებად, გამოფხიზლდით.
- ამ მარაზმიდან გამოსვლას როდის ვაპირებთ?“ - წერს ირმა ინაშვილი.