logo_geo
გიორგი შაქარაშვილის და უმძიმეს ვიდეოკადრებს აქვეყნებს!
- +

10 ივლისი. 2020. 19:15

 

 

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც ვიეტნამის ციხეშია გადაღებული.

 

ვიდეოკადრებში ნაჩვენებია, როგორ იხდიან სასჯელს,  ვიეტნამის ციხეში პედოფილები და მკვლელები.

 

ანი შაქარაშვილი ვიდეოს აზიარებს და წერს, რომ ყველა მკვლელი  ამ ადგილს იმსახურებს.

 

ცნობისთვის გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

 

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი