logo_geo
ზვიად კვაჭანტირაძე: ვერ ვუმეგობრეთ, ვერ ვუპატრონეთ...
- +

23 მარტი. 2017. 00:48


 


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში სტატუსს და ფოტოს აქვეყნებს:

 

„დღეს ივანე თარბას დაბადების დღეა.

ივანე თარბა საქართველოს დიდი პატრიოტი იყო. აფხაზეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იგი იმ დროს იყო, როცა მწერალთა კავშირს დიდი წონა და ავტორიტეტი ჰქონდა. როცა დაიძაბა სიტუაცია აფხაზეთში იგი გააგდეს სამსახურიდან. იმდენი ჭკუა არ ეყო ჩვენს იმდროინდელ ხელისუფლებას, რომ ასეთი კაცი თავისი ოჯახით შეეკედლა. მისი მეუღლე - ეთერ კოღონია აფხაზეთის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, აკაკი ხორავას სტუდენტი, ბრწყინვალე მსახიობი (ქართულად თამაშობდა სპექტაკლებს) ომის დროს საცოდავად მოკვდა - ჭურვი მოხვდა ფეხში, მოგლიჯა კიდური და სისხლისგან დაიცალა.

ვანო თარბას ბინის კარს ყოველ დღე შავი საღებავით აწერდნენ, რომ აფხაზი ერის მოღალატე და გამყიდველია. ისე ინერვიულა ამ კაცმა, რომ არაადეკვატური გახდა, გაგიჟდა. ლენინგრადში წაიყვანეს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, იქ გარდაიცვალა უთვისტომოდ დარჩენილი კაცი...

ვერ ვუმეგობრეთ, ვერ ვუპატრონეთ...

დროა ჭკუა ვისწავლოთ და ერთად დავიწყოთ წარსულის მწარე შეცდომების გამოსწორება. ერთად, ქართველებმაც და აფხაზებმაც !!!

(ამ ფოტოზე - ივანე თარბა, ბელა ახმადულინა და ნოდარ დუმბაძე)", - წერს კვაჭანტირაძე.

 



 

 

big_banner
არქივი