logo_geo
ლექს-ენი: სამჯერ მქონდა რუსეთიდან შემოთავაზება, თუმცა, სახელმწიფო დავაყენე შემოქმედებაზე მაღლა
- +

11 ივლისი. 2020. 02:15

 

 

 

ქართველი რეპერი, ლექს–სენი სოციალურ ქსელში მოსკოვის საკალათბურთო კლუბში თორნიკე შენგელიას გადასვლასთან დაკავშირებით პოსტს წერს.

 

მისი განცხადებით, რუსეთიდან კონცერტის ჩატარების შეთავაზება სამჯერ ჰქონდა, თუმცა უარი თქვა.

 

“ვერ ვიტყვი, რომ მშიერი ვარ ამ ეტაპზე! არც ღარიბი ვარ ამ ეტაპზე!ალბათ, საშუალოზე ცოტა დაბლა ვდგავარ, ჯერჯერობით. ხვალ რა იქნება, არ ვიცი. 2-ოთახიან ბინაში ვცხოვრობ, ბევრი ვიწვალე, ვეცადე. რაც გამომივიდა ამ ქვეყანაში, ესაა ამ ეტაპზე. ჩემი შრომით, ჩემი მუსიკით, ჩემი რეპით ვცხოვრობ. ყველაფერზე მაღლა ვაყენებ ჩემ შემოქმედებასა და ჰიპ-ჰოპს! ალბათ, დრო ვერ გამოვიყენე, როგორც მეუბნებიან! ძალიან მინდა უკეთესი ცხოვრება. ჯერ არ ჩანს, სამწუხაროდ. მერე რა იქნება, არ ვიცი!!! 3-ჯერ მქონდა შემოთავაზება რუსეთიდან, პირველად ვამბობ ღიად. უბრალოდ, რიცხვის დასახელებას მთხოვდნენ, რამდენი მინდოდა იქ კონცერტებში. 1 წამს ვიფიქრე მხოლოდ, ჩემმა მორალმა არ გამიშვა. მე ასეთი სიღარიბე მირჩევნია-მეთქი და ჩემი სახელმწიფო, ჯერ რომ არ გვაქვს, ის დავაყენე ჩემს შემოქმედებაზე მაღლა,მე მევარ ალბათ სულელი ვარ და არც იმხელა ცოდნა-განათლება მაქვს, რომ ბევრი ფულის შოვნის ბარიერები ადვილად დავძლიო. ყველას თავის სიმართლით გაუმარჯოს თავის გზაზე!!!” – წერს ლექს–სენი.

 

 

 

big_banner
არქივი