logo_geo
ეკა ხოფერია: ჰოდა, ვარ 48 წლის, წინ დიდი და საოცარი ამბები მაქვს თქვენთან ერთად
- +

12 ივლისი. 2020. 01:09

 

 

ჟურნალისტი ეკა ხოფერია 9 ივლისს 48 წლის გახდა. იუბილარმა მეგობრებს მიმართა და ისიც აღნიშნა, რომ თურმე თავი ერთი წლით დიდი ეგონა.

 

ასე მგონია, ერთი დიდი ფეისბუქ-ინსტაგრამ-მესიჯ სუფრა მაქვს გაშლილი და თქვენ ყველა აი ამ უზარმაზარი და საოცრად ხალისიანი სუფრიდან მილოცავთ.

ეს რა მაგარი ამბავია, ძალიან, ძალიან!

დღეს ჩემი დაბადების დღეა. ასე სამი დღის წინ დედასთან ვარ და მამაჩემს ვეკითხები, აბა რამდენის ვხდები-მეთქი. მე რა ვიცი, არ მახსოვსო.

-49 წლის-მეთქი!
დედამ და მარიკამ ერთ ხმაში, 49-ის კი არა, 48-ისო. გადავირიე. ჩემი სიხარულის კივილს ისმენდა მთელი სამეზობლო , ალბათ)

-რა მაგარია, 48 წლის ვხდები თურმე!- ( ციფრებთან ვერ ვარ კარგად), ამ ამბავს ყველას ისე ვუყვები, როგორც საოცრებას. თითქოს ვიღაცამ მაჩუქა ეს წელი. და კაცმა რომ თქვას, მაჩუქა აბა რა, არც ვთვლი ამ ჯანდაბა 2020-)

ჰოდა, ვარ 48 წლის. წინ დიდი და საოცარი ამბები მაქვს თქვენთან ერთად

ჩარაზული მქონია კედელი და ახლა ამაზე ვინერვიულე) ბევრი რომ არ გაწვალოთ, აქეთ მობრძანდით)

მიყვარხართ, მადლობა უდიდესი!

p.s. რადგან ერთი წელი ვიჩუქე, ძველი ფოტოც მოსულა) გკოცნით , თქვენი ეკა ხოფერია

 

 

big_banner
არქივი