logo_geo
დარეჯან ლიპარტელიანი: გადადგეს მკვლელების მეგობარი პრეზიდენტი!
- +

23 მარტი. 2017. 02:03



ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გადადგეს ეს მკვლელების მეგობარი პრეზიდენტი!

ამ ადამიანს, რომ ვუყურებ, მართლა მაგრად მრცხვენია, ჯერ იმის გამო, რომ ჩემს ქვეყანას, ასეთი უთავმოყვარეო, უპრინციპო და ქვეყნისთვის საზიანო, საშიში პოზიციის მქონე პრეზიდენტი ჰყავს... ასევე, მაგრად მრცხვენია იმის გამოც, რომ ის ბიძინა ივანიშვილის დაბეჯითებული თხოვნისა და დამაჯერებელი პოზიციის გამო, - ავირჩიე და ხმა მივეცი... ხმა მივეცი ადამიანს, რომელსაც არასტაბილური ხასიათი აქვს... კაცი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრებისა და მათი კრიმინალი მეგობრების შეწყალებით არის დაკავებული... გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, დამნაშავე ე.წ. შავ სამყაროსთან არის შეკრული?!... პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მკვლელები კი, კვლავ კლავენ ადამიანებს, გადადგეს ეს მკვლელების მეგობარი პრეზიდენტი!", - წერს ლიპარტელიანი. 


 

big_banner
არქივი