logo_geo
ლალი გოგუაძე: სხვა ქვეყანაში მისნაირებზე ფილმებს გადაიღებდნენ
- +

14 ივლისი. 2020. 22:46

 

 

 

მანჩო გიორგობიანი მეგობრის, ლალი გოგუაძის სტატუსს აქვეყნებს.

 

რამდენი ჭეშმარიტი გმირი გვყავდა... <3 დღეს კი, ამ ასაკის ბიჭები, თავისზე უმცროსებს და ბევრად სუსტებს მხეცურად უსწორდებიან...

Lali Goguadze

 

"სხვა ქვეყანაში მისნაირებზე ფილმებს გადაიღებდნენ და ის ახალგაზრდებისთვის მაგალითი იქნებოდა.

ჩვენში მასზე არც ფილმი გადაუღიათ და ეროვნული გმირის წოდებაც გმირული სიკვდილიდან 20 წლის თავზე მიანიჭეს.

 

1993 წლის 13 ივლისს სამხედრო მფრინავმა აბ

კოპიტნარიდან სოხუმის მიმართულებით მორიგი საბრძოლო გაფრენა განახორციელა.

სოფელ შრომასთან, რომელსაც იმ დროს უკვე მოწინააღმდგე აკონტროლებდა, მისი მოიერიშე ჩამოაგდეს.

თავად ცოცხალი გადარჩა, პარაშუტით გადმოხტა და მოწინააღმდგის მიერ კონნტროლირებად ტერიტორიაზე დაეშვა.

სამი დღის მანძილზე ცდილობდა სამშვიდობოს გასვლას, სამი დღე ედგნენ კვალში მას აფხაზები, რუსები და ჩეჩნები.

16 ივლისს ცხონებული ალყაში მოაქციეს და დანებება შესთავაზეს.

მან დანებებას და ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი ამჯობინა და იმ ქვეყნად ორი "ბოევიკიც" გაიყოლა.

 

მოგვიანებით მისი თანამებრძოლები გაიხსენებენ, რომ ზურა თითქმის ყველა გაფრენის წინ ამბობდა, მტერს ცოცხალი არ ჩავბარდებიო.

არც ჩაბარდა.

ის მხოლოდ 22 წლის იყო.

სხვა ქვეყანაში მის ისტორიაზე ფილმს გადაიღებდნენ და ამ ფილმზე თაობები გაიზრდებოდნენ.

საქართველოში კი ამ საოცარ ბიჭს სიკვდილიდან 20 წლის თავზე მიანიჭეს ეროვნული გმირის წოდება.

 

ნათელში იყავ, კარგო ბიჭო."

Shorena Marsagishvili

 

 

big_banner
არქივი