logo_geo
მანჩო გიორგობიანი: ვიღაც არის ამ დამნაშავეებში ისეთი, ვისაც ნაცბანდა მფარველობს!
- +

17 ივლისი. 2020. 00:52

 

 

 

მანჩო გიორგობიანი მიიჩნევს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ყველა დეტალი ნათელი არ აარის და დაინტერესებული პირები გამოძიებისთვის ხელისშეშლას განსაკუთრებული მონდომებით ცდილობენ.

 

მორალურად და ფსიქოლოგიურად მოვემზადე მეტ-ნაკლებად... მანამდე ვერაფერს ვუყურებდი, ეხლაც (ახლაც) არ ვიცი, რამდენად შევძლებ, იმდენად მიმძიმს გიორგი შაქარაშვილის ამბავი...

მეგობრებო, ან მიკარნახეთ, ან ჩამიყარეთ ყველაზე მრავლისმთქმლი გადაცემა ან სიუეტი (რასაც მნივნელოვნად მიიჩნევთ) ამ სასტიკი მკვლელობის შესახებ, რომელმაც უდანაშაულო ბიჭი შეიწირა..

ან აქვე მითხარით თქვენეული აზრი, გინდა მოკლედ, გინდათ გრძლად...

 

სხვათა შორის, ერთ-ერთ ვერსიად არა ანა -გიორგი და ვინმე მესამე განიხილებოდა სამკუთხედად ჭორის დონეზე, არამედ ანას მეგობარ გოგოზე იყო ლაპარაკი, რომელმაც თითქოსდა გამოიძახა ვირგლები გიორგის ჯინაზე... (და რატომ გადაიტანეს ყურადღება ანაზე, ვერ ვხვდები).

 

ვიღაც არის ამ დამნაშავეებში ისეთი, ვისაც ნაცბანდა მფარველობს, რადგან მუდმივად ცდილობს გამოძიების სხვა კალაპოტში გადაგდებას და ციხეზე სხვადასხვა ვერსიების კარნახს... აქ მხოლოდ ნინო გიორგობიანზე გადაკიდება არ არის, არა, ეს თავისთავად! არაფრისგან უკერავენ საქმე ფოტოგრაფს... არადა, ანას თუ გაამართლებ, ეს ბიჭიც იგივე სოუსშია, ვერაფერი დაინახა, პოლიცია როცა მოვიდა, მის გარდა აღარავინ იყო ადგილზე და გამოყვა... შემდეგ ნახა ანა და ერთად დაიწყეს ყველას ძებნა, ვერ იპოვეს, შეეშვნენ... ეს იყო და ეს... მეტი ვერ მოიფიქრეს, მაინც პატარები არიან!...

 

მაგრამ არ მასვენებს აზრი, კიდევ რომელიღაც მონაწილეშია ძაღლის თავი დამარხული... გამოარკვიეთ, ვინ ვინ არის და ვინ ჰყავთ ოჯახები. ამ 17 დაკავებულს?.. ესეც მაინტერესებს...“ - წერს გიორგობიანი.

 

 

big_banner
არქივი