logo_geo
მანჩო გიორგობიანი: ნუ მოუქნევთ ძაღლებს ხელებს, ფეხებს, ტყავის და პოლიეთილენის აქსესუარებს! ნუ წამოიწყებთ ანტიძაღლურ კამპანიას!..
- +

18 ივლისი. 2020. 21:29

 

 

 

მანჩო გიორგობიანი საზოგადეობას მოუწოდებს მიუკდლებელი ძაღლების წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ქომაგები ნუ გახდებიან, რადგან ძაღლების მასიურად გაქრობის შემთხვევაში ქალაქს უარესი საფრთხეები ელის.

 

 

ნუ მოუქნევთ ძაღლებს ხელებს, ფეხებს,  ტყავის და პოლიეთილენის  აქსესუარებს , შეინახეთ თქვენთვის! - გაუფრთხილდით კიდურებს, ასევე, საკუთარ და ცხოველების ნერვებს!..

ნუ წამოიწყებთ ანტიძაღლურ კამპანიას!.. და ნუ ამოახოცინებთ საცოდავ ქუჩის ძაღლებს დამპალ მონიტორინგს და მუნიციპალურ თავშესაფარს ( მაგ ცხოველების მოზიზღარებს კიდევ ეს მიზეზი უნოდათ?! მოინდომბენ ალბათ ყველას გადახოცვას და არ დათმოთ!!!!

რადგან შემდეგ,   თქვენს თავებს დააბრალეთ, სვიატო მესტო პუსტო ნე ბივაეტ! დაგვესევიან ვირთხები და ქვეწარმავლები!!!

დამიჯერეთ და გაითვალისწინეთ მარსელის, პარიზის , ნიუიორკის , სხვა უპატრონო ძაღლგამქრალი დიდი ქალაქების მწარე გამოცდილებას... აღარ ჰყავთ ქუჩის ძაღლები, სამაგიეროდ , ქალაქის ცენტრში დარბიან ძაღლის და ხბოს ხელა ვირთხები...

 თბილისს დაემატება ძლოკვები - ანკარებიც... რომლებითაც სავსე იყო თუნდაც  მზიური და მთელი თბილისის არა მხოლოდ გარეუბნები, არამედ  ცენტრალური სასაფლაოებიც!..

ენდეთ ჩემს , როგორც ცნობილი გველისმჭერელის, 45 წლიან გამოცდილებას...  დიდუბის მაჟორიტარი ლადო ძნელაძეც ფრიად დახელოვნებული იყო ამ საქმეში, პატარაობიდანვე ... ჰკითხეთ, თუ ასე არ იყო!“- წერს გიორგობიანი.

 

big_banner
არქივი