logo_geo
ლუკა ლომჯარია: ბედობა დღე იყო, გადამხვიე ხელი და მითხარი - უმაგრესი წელი იქნებაო
- +

19 ივლისი. 2020. 11:58

 

გიორგი შაქარაშვილის ბავშვობის მეგობრის ლუკა ლომჯარიას წერილი, რომელიც მან გიორგის სოციალურ ქსელში მიუძღვნა-

 

“აღარვიცი უკვე რა ვთქვა… რაც დრო გადის უფრო მიჭირს იმის გაანალიზება რომ აღარ ხარ ჩვენთან. მარტო მე არა, ყველას ძალიან უჭირს. შენ საუკეთესო ადამიანი იყავი, საუკეთესო თვისებებით, ქცევებით. 10 წლის ვიყავი რომ გაგიცანი სტადიონზე და ეხლაც მახსოვს, როგორი თბილი დამოკიდებულება გქონდა იმ წამიდანვე.  მაშინვე მივხვდი, რომ საოცარი ადამიანი იყავი.  დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი დააფიქრე ცხოვრების არსზე და ადამიანობაზე.  დააფიქრე იმაზე, რომ ზიზღის და სიცივის ადგილი არ არის ამ ისედაც ხანმოკლე ცხოვრებაში.  ისიც ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეცვალე და მათ შორის, მეც.

 

 იმაზე მეტი სითბო უნდა გამოვხატოთ, ვიდრე გამოვხატავდით და იმაზე დიდი სიყვარული უნდა გავცეთ, ვიდრე გავცემდით,  რასაც შენ აკეთებდი ყოველთვის.

 

 ხომ წარმოუდგენელია, რომ უნებლიედ ვინმეს რამე არ აწყენინო, მაგრამ შაქარასგან პატარა წყენაც არმახსოვს. შენნაირი ადამიანი როგორ არ უნდა იყოს ამ ქვეყნად?  რამდენი გეგმა გქონდა და რამდენი ლამაზი დღეების გატარება გინდოდა საყვარელ ადამიანებთან ერთად.

 

 ახალი წელი ერთად გავატარეთ, ბედობა დღე იყო და მახსოვს როგორ გადამხვიე ხელი და მეუბნებოდი რომ უმაგრესი წელი უნდა ყოფილიყო. უმაგრესი დრო უნდა გაგვეტარებინა. ფეხბურთის მხრივ დიდი პროგრესის წელი უნდა ყოფილიყო.  თვალები გიბრწყინავდა ბედნიერებისგან, სიხარულისგან.

 

ყველაზე საშინელი წელია და წარმოუდგენელია შევეგუო შენნაირი ადამიანის დაკარგვას. რა დროც არუნდა გავიდეს შენთან ასოცირდება სიკეთე, სითბო და სიყვარული

 

მიყვარხარ და თაობებს ეცოდინება თუ როგორი საუკეთესო იყავი“-წერს ლუკა ლომჯარია

წყარო : wyaro
big_banner
არქივი