logo_geo
„შუაღამით, დედის გინებით და მუქარით- ამოგხოცავთ! მიმტვრევდნენ კარებს! არავის უფიქრია შველა“- ირინა სარიშვილს თავს დაესნენ
- +

19 ივლისი. 2020. 21:33

 

 

ირინა სარიშვილს თავს დაესნენ. წლების წინ მომხდარ ამბავს სარიშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს და წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ქალები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები არ არიან.

 

ამ საზარელ ამბავზე, საწყალი ქალი რომ შველას ითხოვდა და როცა შეწყდა კივილი, მერე დაუძახეს პატრულს, არც ისე დიდი ხნის წინ საკუთარ ავზე გადახდენილი ისტორია გამახსენდა: შუაღამით, კარებზე ბრახუნით, დედის გინებით და მუქარით: ამოგხოცავთ, აივნიდან გადაგყრით როგორ მიმტვრევდნენ სახლის კარებს, ყველას ყველაფერი ესმოდა მაგრამ არც უფიქრიათ შველა თუ ვერა, პატრულში დარეკვა მაინც. პატარებთან ერთად ვიყავი სახლში. აკანკალებულმა ძლივს ვიპოვე ტელეფონი, ძლივს დავრეკე პატრულში, რომელიც ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა. პატრულის მოლოდინში აქ ვპოსტავდი, მიშველეთ, კარებს გვიმტვრევებმეთქი. ჩვენი ბედი რომ კარების შემომტვრევა ვერ მოახერხეს, თორემ სანამ იმას გაარკვევდნენ უგონოდ მთვრალები რომ სართული აერიათ, მოსახდენი მოხდებოდა და უბედურებას ვერ ავცდებოდით.

აი ეს ვართ ჩვენ – სადაც უნდა ჩავერიოთ, ის ჩვენი საქმე არ გვგონია და ხელს ვიბანთ ან სეირს ვუყურებთ და რაც ჩვენი საქმე არ არის – ვინ გათხოვდა, ვინ ვისი საყვარელია და ა.შ. იქ ცხვირს ვყოფთ!

და მერე ამ საზიზღარ გარემოში ჩვენივე გაზრდილ თინეიჯერებს ვემართლებით და პრეტენზიები გვაქვს მათთან!

პილატეების და ციციკორეების ქვეყანა!“- წერს სარიშვილი.

 

შეგახსენებთ,რომ  ქუთაისში 30 წლამდე ქალი საკუთარ სახლში, ყელგამოჭრილი იპოვეს. მეზობლების თქმით, ქალი დახმარებას ითხოვდა და ხმამაღლა ყვიროდა, რომ მისთვის ეშველათ, რაც მეზობლების დიდმა ნაწილმა გაიგო. თუმცა, საპატრულო პოლიციას არავინ გამოუძახა. ორი საათის შემდეგ კი ქალის გვამი აღმოაჩინეს.

 

 

big_banner
არქივი