logo_geo
მერაბ ბლადაძე: 14 ივლისი აჭარის გადარჩენის დღეა...
- +

20 ივლისი. 2020. 15:40

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბჭოს წევრი, მერაბ ბლადაძე სოციალურ ქსელში  წერს:

 

„1918 წელს, აჭარის მასშტაბით ოსმალოები რეფერენდუმს ატარებდნენ: „სად სურდა აჭარას ყოფნა,  ოსმალეთის თუ საქართველოს შემადგენლობაში?“

 

იმდენად დიდი იყო „სედაი მილეთლების“  ( ახლაც არიან და ძალას იკრებენ, - მ.ბ.) გავლენა აჭარაში, რომ სადაც კი ჩატარდა, მოსახლეობამ ყველგან ოსმალეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა მხარი.

 

დარჩენილი იყო ქობულეთის რეფერენდუმი და აჭარის ბედიც გადაწყდებოდა..

 

1918 წლის 14 ივლისი... ქობულეთის რეფერენდუმი !!!!

 

ზღვის პირას შეკრებილია 4-5 ათასი ქობულეთელი, რომელთა ხმით, საბოლოოდ  გადაწყდება აჭარის ბედი...

 

ახალგაზრდა „მფრინავი რაზმის“ მეთაურმა ხასან თხილაიშვილის სიტყვით გამოსვლას  მოსახლეობის იმისთანა რეაგირება მოჰყვა, რომ რეფერენდუმი ჩაიშალა, რამაც ოსმალო გუბერნატორი ისე გაამწარა, რომ  მისი ბრძანებით ხასან თხილაიშვილი შეიპყრეს, ზარბაზნის ლულას გააკრეს და გასროლა გადაწყვიტეს..

 

აქ კი ქობულეთელმა უხუცესებმა ივაჟკაცეს... გუბერნატორს სახალხო მღელვარების შეეშინდა და გადაიფიქრა ხასან თხილაიშვილის დახვრეტა...

 

14 ივლისი აჭარის გადარჩენის დღეა... გილოცავთ!!!“ - წერს მერაბ ბლადაძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი