logo_geo
ელდარ ნადირაძე: უსამართლობაა, რომ ირაკლი აბაშიძე მთაწმინდაზე არ განისვენებს
- +

24 ნოემბერი. 2016. 22:12


 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ელდარ ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ალბათ, 80-იან წლებში, მოსკოვში, კრემლის ყრილობათა სასახლეში, იუბილე გაუმართეს ერთ ქართველ მწერალს-ხალხისაგან დაფასებულსა და პოპულარულს. დარბაზში იყო, როგორც მოსკოვის ინტელიგენციის ნაღები, ასევე პარტიული ნომენკლატურაც. აქეს და შეამკეს ქართველი მწერალი, ყველაფერს ჰქონდა ზეიმური ხასიათი, მაგრამ ეს იყო დამოკიდბულება მეტროპოლიისა პროვინციის მიმართ, დამოკიდებილება დიდისა პატარის მიმართ, სადაც იმდენად ნიჭიერებაზე კი არაა საქმე, არამედ, წყალობაზე და მორჩილი სამსახურის საბოძვარზე. ეს ჩვენი იუბილარიც ნამეტანი ხათრიანი ჩანდა, პიჯაკის სახელოები ხელის მტევნებს უფარავდა და რაღაცით ჰგავდა ჩრდილოკავკასიელ ან შუააზიელ მოღვაწეს. ცოტა მოგვიანები, ამავე დარბაზში, ამავე საზოგადოების წინაშე და ამავე რანგში წარსდგა ირაკლი აბაშიძე. თვალწინ მიდგას მისი დახვეწილი ფიგურა, როგორი პიროვნული სიმაღლით წარუდგა საზოგადოებას,უზადო, მოხდენილი კოსტიუმის შიგნი ჟილეტი და ამ ჟილეტის ჯიბეებში ცერა თითებ გაყრილი სრულიად ანადგურებდა პიროვნულ შიშსა და შებორკილობას, დაიწყო საუბარი და „შემოიყვანა სცენაზე" მისი თანამედროვე რუსული ინტელიგენციის ნაღები, პასტერნაკი და ახმატოვა, გოლცევი და ბელი, მანდელშტამი და მაიაკოვსკი, ტიხონოვი და ანტოკოლსკი, ესენინი და ბრიკი. კმაგაკმენდილ საზოგადოებას არა მხოლოდ ის უთხრა ვისთან ჰქონდა ურთიერთობა და მეგობრობა, არამედ ისიც თუ როგორაა რუსული კულტურა დავალებული ქართველებისაგან.ირაკლი აბაშიძე ამ საღამოს სრული ბატონ პატრონი გახდა,ეს იყო დიდი და მაღალი კაცი, რომელის სრულიად ანადგურებდა მერტოპოლიური მედიდურების უბადრუკობას. ნათქვამია: „კომპრომისი ისტორიის ბეგარაა". ირაკლი აბაშიძემ თავისი კომპრომისებით უდიდესი ამაგი დასდო ქართულ კულტურას. მე პირადად უსამართლობად და ამაგის დაუფასებლობად მიმაჩნია, ჩვენი საზოგადოებისაგან, რომ ეს დიდი კაცი მთაწმინდაზე არ განისვენებს". 











 


 

big_banner
არქივი