logo_geo
გია აბაშიძე: ეს უკვე ძალიან მკაფიოდ ჩანს ნაპოვნი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გარშემო
- +

23 ივლისი. 2020. 00:56

 

 

ბოროტმა ნაცოპოზიციამ და მისმა მარიონეტმა ჭურნალისტებმა და "ექსპერტებმა" მმართველ გუნდთან ბრძოლის ახალი ძალიან ვერაგული მეთოდი გაამაგრა - დაღუპული ახალგაზრდების საქმეთა უკიდურესი პოლიტიზირება და სამართალდამცველთა რეპუტაციის მაქსიმალური დისკრედიტაცია. ეს უკვე ძალიან მკაფიოდ ჩანს ნაპოვნი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გარშემო. (უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!)“- ამის შესახებ განცხადებას ანალიტიკოსი გია აბაშიძე აკეთებს.

 

ცხონებული გიორგი შაქარაშვილის ქეისზე საქართველომ ამერიკას დახმარება თხოვა და მჯერა, რომ სოცქსელების მიმოწერის ამოღებით, პასუხი გაეცემა ბევრ შეკითხვას.

ბაჩალიაშვილის ტრაგიკულ საქმეზე კი ფეხზე უნდა დადგეს ყველა კომპეტენტური უწყება, რათა არაკომპეტენტურ და მავნებელ ნაცკლასტერს არ მიეცეს მორიგი ბინძური სპელუკაციების ასპარეზი და საზოგადოების პროპაგანდისტული დატერორების დიდხნიანი შანსი!

სამართალდამცველნო, ნდობით ველით მყისიერ შედეგებს!

 

big_banner
არქივი