logo_geo
ალექსანდრე მოწერელია: ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონების თანაბარი და სწრაფი განვითარება
- +

23 ივლისი. 2020. 22:04

სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია განცხადებას ავრცელებს:

 

ჩემთვის უდიდესი პატივია და, ამავე დროს, ვალდებულებაც,  ვემსახურო ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საყვარელ რეგიონს, სამეგრელოს. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ყველა წევრს უდიდესი ნდობისთვის.

 

ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონების თანაბარი და სწრაფი განვითარება. პარლამენტი სწორედ ის ადგილია, სადაც რეგიონული პოლიტიკის, განსაკუთრებით, თვითმმართველობის გასაძლიერებლად უნდა ვიმუშაოთ.

 

მოქალაქეების თანადგომით, ღირსეულად გავიმარჯვებ ჩემს მაჟორიტარულ ოლქში და ვიქნები მათი ხმა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი კუთხისა და  საქართველოს წარმატებისთვის!“- აღნიშნულია განცხადებაში.

big_banner
არქივი