logo_geo
მანჩო გიორგობიანი: ეს მხეცები და მუტანტები სად გაიზარდნენ, ამიხსენით ვინმემ
- +

26 ივლისი. 2020. 22:18

 

 

 

მანჩო გიორგობიანი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს საქმესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

 

ეს მხეცები და მუტანტები სად გაიზარდნენ, ამიხსენით ვინმემ, ეს არ არის მხოლოდ მშობლების ბრალი, საზოგადოებაც უნდა დავფიქრდეთ ბევრ რამეზე.  წარმოუდგენლად მიმაჩნია, რამდენიმე ცხოველს შორის ერთი მაინც როგორ არ აღმოჩნდა ჩვეულებრივი ადამიანი - კაცისმსგავსი, რომელიც  წაქცეულს გადაეფარებოდა და ამ სადიზმს შეაჩერებდა?! იყვირებდა, გეყოფათ ბიჭოო, იყვირებდა თუნდაც გიორგისთვის კი არა, არამედ თვითგადარჩენის ინსტინქტით, შემოგვაკვდება და დედა გვეტირება , ცხოვრება დაგვენგრევა - თუნდაც ეს რომ გაეაზრებინა?

 

ეს ყველაფერი ფხიზლებმა ჩაიდინეს თუ არაფხიზლებმა? ამ არამზადების ფსიქოტიპებია შესასწავლი, სრული ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული მოკვლევა უნდა ჩატარდეს და უნდა გაირკვეს , ეს ამდენი ნაძირალა ერთად შეიკრიბა, როგორც ერთეული მუტანტების ხროვა , თუ საზოგადოებაში ინკუბატორი გვაქვს უკვე ?! ხორავას ქუჩის ინცინდენტსც თუ გავიხსენეებთ, ძალიან ბევრ დამსწრეში, არც იქ აღმოჩნდნენ საღი აზრის მოყვირალნი , ყველას სისხლი სწყუროდა იმდენად, რომ სრულიად  არაფერ შუაში ადამიანიც კი გაიმეტეს , რომელიც დაჭრილის საშველად მირბოდა ცარიელი ხელებით... ადრე ასეთი ხალხის იმედად ტოვებდნენ ხოლმე წაქცეულებს გამარჯვებულები, თვითონ კი გარბოდნენ ხოლმე შარის ადგილზე მილიციას რომ არ მოესწრო... ასეთი ადამიანების გვერდით არ აღმოჩენის გამო, ძალიან ხშირად თვითონ მძლეველებს” უწევდათ მისივე დაზარალებულების საავადმყოფო- საავადმყოფო ტარება, რამე რომ არ დამართნოდათ, გამოუსწორებელი და მერე ყველა არ დაქცეულიყო ამის გამო...

 

უბრალო შელაპარაკებით დაწყებული ჩხუბის ასეთი ტრაგიკული ფინალი როგორ შეიძლებოდა, როგორ?!  ან იმ ციხეზე როგორი ასახსნელი იქნებოდა, რისთვის მოკლეს კაცი- ადამიანი?!

 

დავიჯერო, ამ ციხეში არ მოჰკითხავენ პასუხს და ჩაეწყობა” ეს საქმე, ჩვეულებრივად მიიღებენ და უდანაშაულოს სისხლში და წამებაში გათხვრილ ხელსაც ჩამოართმევენ??!

 

 

 

ნუთუ ეს არის განათლების რეფორმებში და აგრესიულ, მკვლელ საინფორმაციო სივრცეში გამოჩეკილი ბიო-ნაგავი?!...“- წერს გიორგობიანი.

 

 

big_banner
არქივი