logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: ბოლოს ისე გამოვა, რომ სასამართლო დაკავებულებს გაუშვებს, დაზარალებულს კი აღარავინ მოიკითხავს!
- +

26 ივლისი. 2020. 21:32

 

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრის ბონდო მძინარაშვილის განცხადებით 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულთა ადვოკატები მედიასთან ურთიერთობას საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ იყენებენ, რამაც შეიძლება საბოლოოდ საქმის მსვლელობაზე დიდი და ნეგატიური გავლენა იქონიოს.

 

 

„კაცო, ეგ დაკავებულების ადვოკატები სულ დაზარალებულების ჩვენებებს რომ გაძლევენ და გაკითხებენ ხმამაღლა და გამოთქმით, თვითონ ბრალდებულებს არაფერი უთქვამთ და დაუწერიათ?!

რასაც ვუყურებ, მედიას სწორედ ბრალდებულების მხარე იყენებს და ბოლოს ისე გამოვა, რომ საზოგადოებრივი აზრის ზეწოლით, აქაოდა საქმე სრულფასოვნად არ არის გამოძიებულიო,  სასამართლო დაკავებულებს გაუშვებს, დაზარალებულს კი აღარავინ მოიკითხავს!

სად გაგონილა, ბრალდებულების ადვოკატები მედიას გამოძიების მასალებს აწვდიდნენ, - მტკიცებულებებს არ აგროვებენო! უფრო მეტიც, აყალბებენო! თუკი აყალბებენ, ისევ ბრალდებულების სასარგებლოდ არ უნდა გააყალბონ?!

თუკი პროკურატურას ხელჩასაჭიდი არაფერი ექნება, სასამართლოზე ბრალდება თავს ვერ დაიჭერს და ხუხულასავით ჩამოიშლება!

ჟურნალისტები გამოძიებას ეხმარებიან მტკიცებულებების შეგროვებაში და მათ აკვალიანებენ ბრალდებულების ადვოკატები?!

გამოდის, რომ ბრალდებულთა ადვოკატები დაინტერესებულები არიან, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფთ ბრალი დაუმძიმდეთ, მაგრამ ეს ხომ ალოგიკურია?!

ჰოდა, ჩამოყალიბდით, რა!“- წერს მძინარაშვილი.

 

big_banner
არქივი