logo_geo
ნინო ახობაძე: ნათელაშვილი ჯორივით დადგა და მკვდარი გოგოს მამის გადაკოცნის მერე წინასაარჩევნო „რეჩი“ დაარტყა...
- +

28 ივლისი. 2020. 13:03

 

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო ახობაძე შალვა ნათელაშვილის შესახებ წერს:

 

„მოკლედ, ამ ბოლო (ცუდ) ამბებთან დაკავშირებით დავინტერესდი და „იუთუბზე“ მოვძებნე გახსნილი და გაუხსნელი საქმეების უამრავი ვიდეომასალა. ბოლო ერთი კვირაა თითქმის სულ ამას ვუყურებ, უამრავია...

 

ეს არის დოკუმენტური მასალა. არაფერი გამოგონილი. ძირითადად ამერიკის ამბებს ვუყურებ, აქა-იქ ევროპის და რუსეთისასაც.

 

მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ:

 

დეტექტივს როცა ვკითხულობთ, ან მხატვრულ ფილმს ვუყურებთ, იქ ყველაფერი ხელისგულზეა. ადვილია და ბოლო ფურცელზე ან ბოლო კადრში მკვლელი ჩვენს წინაა.

 

ამიტომ დეტექტივების მოყვარულებს გვიჩნდება რაღაც არანორმალური სურვილი, რომ საქმე მალე გამოიძიონ და მალე „გადავფურცლოთ“ ბოლო ფურცელი.

 

სულ სხვანაირად მიდის რეალობაში გამოძიება თურმე და შედეგიც ხშირად ჩვენთვის არასასურველია ხოლმე. სამწუხაროდ.

 

არც ვინმეს „ვაპრავებ“, არც ხელისუფლებას ვემხრობი ახლა, და არც მით უმეტეს ოპოზიციას.

 

უბრალოდ მინდოდა მეთქვა:

 

ჩვენ სადა ვბანაობთ.

 

აბა იქაა, თუა დომხალი და გაურკვევლობები!

 

საქმეები, რომლებიც გაიხსნა 7 წლის მერე, ან საერთოდ ვერ გაიხსნა.

 

დაკარგული ადამიანები, რომლებიც ვერასოდეს იპოვეს.

 

გავიგე, რომ ჩვენ ჩვენი გვტკივა, მაგრამ რა ძალიან საცოდავია მელაძე ნოდარი (რომელიც სხვათაშორის გვარამიაზე ბევრად კარგი ჟურნალისტი ყოფილა, არ ვიცოდი), რომელიც ძალიან ცდილობს, ადამიანები დაარწმუნოს იმაში, რომ ეს ბიჭი (შაქარაშვილი) და ეს გოგო (ბაჩალიაშვილი) ხელისუფლებამ ვერ დაიცვა!

 

ვისაც გევასებათ ბრბოს ტვინით აზროვნება, დაუჯერეთ ნოდარს.

 

ამ ორი სიკვდილის მერე სიუჟეტი არ გამომიტოვებია, ყველას ვუყურებ.

 

და არასოდეს არაფერი იმაზე შემზარავი არ მინახავს, როდესაც შალვა ნათელაშვილი დადგა ჯორივით და მკვდარი გოგოს მამის გადაკოცნის მერე გაჭიმულმა წინასაარჩევნო „რეჩი“ დაარტყა...

 

მოკლედ, კრიმინალი ყველა ქვეყანაში ხდება, ოღონდ არა მგონია, ყველა ქვეყანას ჰყავდეს ნათელაშვილი.

 

ან თუ ჰყავს და მაშინ თავს ნუ გვამადლის ნურავინ.

 

ვერ ყოფილან ჩვენზე წინ...” - წერს ნინო ახობაძე.

 

 

 

big_banner
არქივი