logo_geo
„დღეს 73 წლის გახდა! “- თათია შარანგიას ამაღელვებელი წერილი დედამთილს, რომელიც ამერიკაში ცნობილი ქალბატონი ყოფილა
- +

29 ივლისი. 2020. 00:56

 

 

 

პიანისტი თათია შელია შარანგია დედამთილს დაბადების დღეს ულოცავს. აი რას წერს ტელეწამყვანი.

 

 

წარმოშობით უკრაინელია, ამერიკის მოქალაქე... საოცნებო ქვეყნის მოქალაქეობისთვის უმძიმესი შრომა გასწია. ულამაზესმა ქალმა, ფიზიკურად იშრომა, ისეთი შრომით რასაც მე ვეძახი საამაყო თავდადებას,  გახდა ზე-სახელმწიფოს ღირსეული მოქალაქე... რადგან მიზანი მისთვის იყო უმთავრესი. მიზანი და თავისუფლებისკენ სწრაფვა, ამერიკული ოცნების რეალობად ქცევის. მანამდე საქართველოში 20 წელი იცხოვრა და მეგრელების საამაყო რძალი იყო, თავის 100 კაციანი წვეულების ორგანიზებით, ქართული ტრადიციების პატივისცემით...

დღეს ვაშინგტონში იოგის საუკეთესო ინსტრუქტორის წოდება აქვს მიღებული....

დღეს 73 წლის გახდა!

დღეს ჩემი დედამთილი და უახლოესი მეგობარია  და ყველა ამ ფოტოზე ასახული ნახატი მისი ხელით შექმნილია.

სთორის  სტუდიას დღეს მისი ნახატები ალამაზებს.

უდიდესი სიყვარულით მინდა დაბადების დღე მივულოცო მას! მეამაყება!!! მეიმედება!! და მინდა 1000 წელი იყოს ყველა ჩვენთაგანის მაგალითად და ახალგაზრდობის სახედ! Birthday my Lin!!!

 

 

big_banner
არქივი