logo_geo
ლალი მოროშკინა: დაბრუნდი, მიშა, ჩაულეწე ქართველებს კბილები და მერე ერთად ვაწარმოოთ პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“!
- +

23 მარტი. 2017. 18:36



არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელი ლალი მოროშკინა სოცლიალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„დაბრუნდი, მიშა, შენი ჭირი მე! დაბრუნდი, შენებურად...

ჩაწიხლე ეს გაყეყეჩებული პატიმრები,

დააბრუნე შავი პარასკევები,

გოლგოთა „კარანტინიდან" - საკნამდე,

„გაქათმება" არასრულწლოვნებში,

ჯალათები ექიმების მაგივრად,

ციხის მორგში წამება, გაუპატიურება...

დაბრუნდი, ჩემო ჩამწიხვლელო, ჩემო...

დაბრუნდი, მიშა, და შენებურად მოქოჩრე ეს აღვირახსნილი ბიზნესმენები, თორემ ჯიბეზე ვერ გავაკვრევინეთ ხელი, შენ კი როგორ ლაზათიანად იცოდი ათწლიანი „სროკის მირჭობა" და გაკულაკება...

ჩემო მიმრჭობელო, ჩემო..

დაბრუნდი, მიშა, აღარ გვექვემდებარება სასამართლო...

ერთი შენებურად ჩამოუქროლე მოსამართლეებს და ტელეფონით, შეუკრიბე 3-წლიანი დანაშაული 30 წლამდე, ჩემო ჩამომქროლელოო, ჩემო...

დაბრუნდი, მიშა, ეს 12 წლის ბავშვები მაგრად ნერვებზე მშლიან, ისევ დაწიე სისხლის სამართლის კოდექსი მინიმალურ ზღვარზე და შეყარე საკნებში ეს ლაწირაკები ასე 10-15 წლით, ჩემო შემყრელო, ჩემო...

ჩამოდი, მიშა და ააწიოკე ბორდელები, თორემ ბოზები ჩვენს კაცებს ჩაგრავენ და თურქ-სელჩუკებს აგულავებენ, ჩემო ამწიოკებელოო, ჩემო...

ჰო, კიდე, ბიჭები მომრავლდნენ ქუჩებში და ერთი შენებურად მიახვრიტ-მოახვრიტე, ჩემო მხვრეტელოო, ჩემო...

ჩამოდი, მიშა, ააყროლე სტუდენტობა,

დაუარე წიწკვებს,

გაცდა პირველი ღამეები უშენოდ,

ჩემო ამყროლებელო, ჩემო...

ჩამოდი და აამღვრიე ფსოუს წყალი, თორე რაცხა სიჩუმეა,

ჩემო ამღვრეულო, ჩემო...

დაბრუნდი, მიშა, ჩაულეწე ვიზა-ლიბერალიზაციის მერე დარჩენილ ქართველებს კბილები და მერე ერთად ვაწარმოოთ პროგრამა „ღიმილიანი საქართველო"!

ჩემო მლეწველო, ჩემოო..." - წერს ლალი მოროშკინა.




 

big_banner
არქივი