logo_geo
გელა ზედელაშვილი: ყარამანიშვილები ვისი 40 პროცენტის გაჩუქებას აპირებენ?
- +

23 მარტი. 2017. 22:10


 

„ავოიე... ეს ყარამანიშვილები ვისი 40 პროცენტის გაჩუქებას აპირებენ, ცოტა ხნის წინ უზენაესმა სასამართლომ 100 პროცენტი ქიბარ ხალვაშს არ მიაკუთვნა?" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს.


აღნიშნული პოსტით ზედელაშვილი გია და ლევან ყარამანიშვილების დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.


„როგორც ვიცი, ჯერ ევროსასამართლოსაც არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება და რომც მიიღოს, რამე შეიცვლება?

 

თუ ეგრეა, მაშინ მე „რუსთავი 2"-ის 60 პროცენტს ვჩუქნი ვინიტუ ინჩუჩუნას ვაჟს!" - წერს ზედელაშვილი.


ცნობისთვის,  ლევან და გია ყარამანიშვილები აცხადებენ, რომ მზად არიან, „რუსთავი 2"-ის წილების 40% თანამშრომლებს გადასცენ. ყარამანიშვილები „რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს მიმართავენ და აღნიშნავენ, რომ მზად არიან, ხელშეკრულება წილების გადაცემის თაობაზე დაუყოვნებლივ გააფორმონ, რომელიც ძალაში ყადაღის მოხსნის შემდეგ შევა.


 

big_banner
არქივი