კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კობა დავითაშვილს, რომელსაც უკურნებელი დაავადება აქვს და დახმარებას ითხოვს, ირმა ინაშვილი, მის პარტიასთან - „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად, წამლებით დაეხმარება.
„კობა დავითაშვილის მედიკამენტის თანხა ირმა ინაშვილმა, მის პარტიასთან ერთად უზრუნველყო! ბრავოოო ბრავოოო მაგარო და ერთგულო ადამიანო!“ - წერს დათო ოქიტაშვილი.