logo_geo
მამა ანთიმოზი: ასეთი რა ქენი მთელმა მსოფლიომ გნახაო? თურმე ყველა ტელევიზია „ლგბტს“ დარბევით იწყებდა და სიუჟეტში მთავარი მოქმედი პირი მე ვიყავი
- +

2 აგვისტო. 2020. 22:11

 

 

არქიმანდრიტი ანთიმოზი წლების წინ, საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრას იხსენებს.

 

„ილიაობა...

ტკბილი მოგონება...

 

2013 წლის 17 მაისი. ჩვენი პატრიარქი ამ დღეს სტამბულში ბრძანდებოდა. მალევე ჩამობრძანდა და სამებაში კვირის წირვაა. პატრიარქთან უნდა მივიდე. ფეხები უკან მრჩება.

 

მივედი და მის სავარძელთან და დავიჩოქე: ''შემინდეთ თქვენო უწმიდესობავ''- ვეუბნები. ''ასეთი რა ქენი მთელმა მსოფლიომ გნახაო?'' -თურმე იმ საღამოს ყველა საინფორმაციო: თურქეთის ტელევიზია, ''ბიბისი'', ''სიენენი'' ''ოერტე'', ''ალ ჯაზირა'' იაპონია, ჩინეთი და . ყველა ტელევიზია 17 მაისის თბილისში ''ლგბტს'' დარბევით იწყებდა და სიუჟეტში მთავარი მოქმედი პირი მე ვიყავი ხევსურული ჟილეტით...

 

''მომიგონეს თქვენო უწმიდესობავ! არავის დასარბევათ მე არ დავრბოდი, პირიქით, რომ არავინ დაერბიათ იმიტომ დავრბოდი-მეთქი''

 

მადლობა ღმერთს გამოძიებამ და სასამართლომ პატრიარქისთვის ნათქვამი სიტყვები დაადასტურა და გამამართლა.

 

ვულოცავ ჩემ მამას და პატრიარქს მფარველი წმინდანის დღეს! მრავალჟამიერ!“- წერს არქიმანდრიტი ანთიმოზი.

 

 

big_banner
არქივი