logo_geo
ეთი ავალიანი: სვანური ენა თითქმის გამქრალია! სასწრაფოდ შესატანია სასკოლო პროგრამაში, სვანურიც და მეგრულიც!
- +

2 აგვისტო. 2020. 23:58

 

 

ეთი ავალიანი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ სვანური ენა ნელ - ნელა ქრება. ავალიანის თქმით, ამ მხრივ განათლების სამინისტროს ბევრი სამუშაო აქვს, რადგან სვანეთშიც კი, მოზარდები სვანურად თითქმის ვეღარ საუბრობენ.

 

ძალიან განვიცდი ერთ ამბავს და თქვენც მინდა გაგიზიაროთ. სვანური ენა თითქმის გამქრალია, სვანეთში, სამეგრელოსგან განსხვავებით, აღარ საუბრობენ სვანურად. ბავშვებმა ხომ საერთოდ აღარ იციან.

ალბათ რამდენიმე თაობაც და ხალხის სალაპარაკო ენა აღარ იქნება. სასწრაფოდ შესატანია სასკოლო პროგრამაში, სვანურიც და მეგრულიც, არა მარტო ამ რეგიონებში, არამედ ქვეყნის მაშტაბით. ასევე ორივეს საერთოეროვნული ენის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ეხლა ვიხსენებდი და ვერ გავიხსენე არათუ ერთი სიტყვა არამედ საერთოდ როგორ ჟღერს ეს ენა. (საჭიროა დაიწყოს ამ პრობლემის შესწავლა და გამოსავლის მოძებნა, თორემ ძალიან სანანებელი გვექნება.)“- წერს ავალიანი.

 

 

big_banner
არქივი