logo_geo
მარიამ გეგუჩაძე: უკვე ვიცი, როგორია შინაგანად სიკვდილი… ჩემი არსებობის ღერძი სხვა სამყაროშია
- +

3 აგვისტო. 2020. 19:14

 

 

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი და სამოქალქო აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე, გარდაცვლილ ბებიას იხსენებს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მარიამი წერს, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ საკუთარი თავი და ცხოვრება სხვანაირად დაინახა. ის აღნiშნავს, რომ მისი არსებობის ღერძი უკვე სხვა სამყაროშია.

 

„ძალიან ბევრს ვფიქრობ ბებიაჩემზე.

 

როგორ მენატრება, რა ხდება ჩემს გარშემო, როგორ უნდა ვიცხოვრო… თითქოს ზოგჯერ ვალაგებ აზრებს, მერე ყოველ დილით თავიდან იწყება საკუთარ თავთან ჭიდილი.

 

ბევრი ფიქრისაც მეშინია. ჯერ ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიცოდე, მაშორებს თუ მაახლოებს რაიმე სიმართლესთან ბევრი ფიქრი.

 

უკვე ვიცი, როგორია შინაგანად სიკვდილი. იდეაში მთელი „მუღამი“ ის უნდა იყოს, რომ ვეღარაფერს გრძნობდე… არადა, ხვდები, რომ არაფერი ხდება ისე, როგორც გეგონა, რომ მოხდებოდა. შინაგანად მკვდარს მაინც მქონია ყველაზე დიდი ტკივილის განცდის უნარი.

 

მეგონა, საკუთარ თავს ვიცნობდი. თურმე არა. მეგონა, ცხოვრება ვიცოდი, იმ მინიმალური რუტინით, რომელიც საკუთარი თავისთვის მქონდა შექმნილი. არ ყოფილა ასე. ვეღარ ვცნობ ვერაფერს და ჩემი შინაგანი სტრუქტურა მთლიანად გაუცხოვებულია. თავიდან ვიწყებ ცხოვრების სწავლას.

 

და რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, მაინც შენი თავიდან დაბადება ხდება. სადაც გეძლევა საკუთარი თავის აღმოჩენის ახალი შესაძლებლობები. სადაც უკვე განცდილი გრძნობები და შეგრძნებები რომლებმაც მნიშვნელობაც კი დაკარგეს სიხშირიდან გამომდინარე, თავიდან დაგატყდება თავს და გგონია, რომ პირველად განიცდი.

 

საყვარელი ადამიანის დანახვას, წყენას, ქვიშაზე სეირნობას, მონატრებული ადამიანის ხმის გაგებას, ცხელი სიმინდის ჭამას, ცივი წყლის დალევას სიცხეში.

 

და მაინც, ეს ერთი დღის ისტორიაა, ყოველ დღეს თავისი აქვს. განსხვავებული და ზოგი, საშინლად მძიმე.

 

ჩემი არსებობის ღერძი სხვა სამყაროშია და ყველა ჩემი უჯრედით და მთელი ჩემი არსებით მენატრება!“ – წერს გეგუჩაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი