logo_geo
რუსუდან შარაძე: ხვალ გურამ შარაძის ქართული ემიგრაციის მუზეუმი იხსნება
- +

4 აგვისტო. 2020. 14:56

 

 

„ხვალ დიდი დღეა, ნანატრი დღე! 12.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში, იხსნება გურამ შარაძის ქართული ემიგრაციის მუზეუმი“, - ამის შესახებ გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ბედნიერი ვარ! ხვალ დიდი დღეა, ნანატრი დღე! 12.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში, იხსნება გურამ შარაძის ქართული ემიგრაციის მუზეუმი. მალე, იქვე გადმოვა მამაჩემის მემორიალური კაბინეტიც, რომელიც 2017 წელს, ამავე ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში გავხსენით.

 

ისტორიის მოყოლას ვაპირებდი, მაგრამ ამ დილით, გადაცემაში, თითქმის, ყველაფერი ვთქვი და თავს აღარ შეგაწყენთ. მხოლოდ,  დავამატებ - ეროვნული ბიბლიოთეკა და გურამ შარაძე განუყოფელი იყო, არის და ამიერიდან, ხომ იქნება და იქნება. მისი უკანასკნელი გზაც ეს იყო - ეროვნული ბიბლიოთეკიდან შინამდე - ილია ჭავჭავაძის გამზირამდე.

 

დააკვირდით სიტყვებს - საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა. სად უნდა იყოს მამაჩემის კაბინეტი და მისი დაარსებული მუზეუმი, თუ არა იქ?!

 

უღრმესი მადლობა ყველას, ყველას, ყველას, ვინც ამაში დიდი თუ მცირე წვლილი შეიტანა!

 

P.S. იცით, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების მიხედვით, ას კაცზე მეტის შეკრება აკრძალულია. მგონი, ასი კაცი უკვე ვართ ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები, ოფიციალური პირები და ოჯახი. უხერხულობაში ვარ, ვერავის გამოგარჩევთ და ამიტომ გადავწყვიტე, პირადად არავის მივწერო - ვინც მოვა, მოვა“, - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

big_banner
არქივი