logo_geo
თეონა ჯორბენაძე: 10 აგვისტოს მაესტროს დაბადების დღეა, პირველი დაბადების დღე მის გარეშე
- +

4 აგვისტო. 2020. 17:21

 

 

ხელოვანთა კავშირი “კონცეპტART” ზაფხულის ცხელ დღეებს, მუსიკას მონატრებულ მსმენელს, უღრან ტყეში ატარებინებს. წყნეთის ღია ამფითეატრს უკვე რამდენიმე კვირაა მუსიკოსები, მომღერლები, კომპოზიტორები ცვლიან…

 

როგორც აღმოჩნდა, ქართველ მაყურებელს, ასეთი საინტერესო გამოსავლით მიგნებულ კონცერტზე ბილეთის შეძენა ნაკლებად ადარდებს… და მოსაწვევების სახლში გაგზავნას ითხოვს! ამის შესახებ ამ საოცარი კონცერტების სერიის ავტორი, “კონცეპტAრტ”-ის დირექტორი, თეონა ჯორბენაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„არტისტი არის პროფესია!

 

ვერასოდეს ვუგებდი იმ ხალხს, მუდმივად მოსაწვევებს რომ ითხოვენ, ამ პანდემიის შემდეგ მაინც რატომ არ უნდა ჰქოდეთ სურვილი მხარი დაუჭირონ არტისტებს?!

 

  1. ტყეში გადაბარგებულებმა როგორც შეგვეძლო პატივი ვეცით ერთგულ მსმენელს, სპეციალური აქციაც დავაწესეთ. 9 და 10 აგვისტოს კი გია ყანჩელის საღამოებზე ვისაც წამოსვლის სურვილი გაქვთ, გთხოვთ, შეიძინოთ ბილეთები, ვერავის მოწვევას ვერ შევძლებთ.

 

  1. არტისტი არის პროფესია, იგივე „სამსახური“, თუ ბილეთს არ შეიძენთ და მოსაწვევს დაელოდებით, ამდენი თვის მანძილზე შემოსავლის გარეშე დარჩენილი მუსიკოსი ვერ შეძლებს თავის შრომაში მიიღოს ანაზღაურება.

 

  1. ყოველ შემოქმედებით პროექტს თან ახლავს ტექნიკური ხარჯი, თუ ბილეთს არ შეიძენთ და მოსაწვევს დაელოდებით როგორ დავფაროთ ეს ხარჯები?

 

P.S. რაც არ უნდა დიდი დარბაზი იყოს, ევროპასა და ამერიკაში არტისტებს არასდროს აძლევენ 2 მოსაწვევზე მეტს, ვისაც მათი მოსმენა უნდა და ვინც მათ პატივს სცემს სწორედ ბილეთის შეძენით გამოხატავს ამ დამოკიდებულებას. ფასები იქ 67-დან რიგ შემთხვევაში 1000 ევრომდე შეიძლება მერყეობდეს. ჩვენთან კი სოციალურ მდგომარეობას ყოველთვის ვითვალისწინებთ და ვცდილობთ 5-დან 17 ევროს ფარგლებში დარჩეს. გასაგებია, რომ ამ მცირედის გადახდაც არ არის ადვილი ჩვენს პირობებში, მაგრამ მაინც მგონია, რომ აქ უფრო სხვა ფაქტორი მუშაობს. ვერ ხდება ბოლომდე გააზრება იმისა, რომ არტისტი არის პროფესია, სამსახური!

 

9 და 10 აგვისტოს “უღრანი ტყის” სცენა გენიალური გია ყანჩელის მუსიკას დაეთმობა. 10 აგვისტოს მაესტროს დაბადების დღეა, პირველი დაბადების დღე მის გარეშე.

 

ცხრაში, სანამ მაყურებელი მაესტროზე გადაღებულ თეონა ჯორბენაძის ფილმს – “სევდის ანგელოზებს” იხილავს, სცენაზე ნიკოლოზ რაჭველი მუსიკოსებს წარადგენს, რომლებიც ყანჩელის მუსიკას ააჟღერებენ. 10 აგვისტოს ლიზა ბაგრატიონი და ნატო მეტონიძე კომპოზიტორის სიმღერებს შეასრულებენ. საღამოზე სხვა მუსიკოსებთან ერთად დაუკრავს გიორგი ცაგარელი.

 

 

 

 

big_banner
არქივი