logo_geo
თამარ ჩერგოლეიშვილი: რატომ ვმეგობრობდი ამ უცხოპლანეტელთან...
- +

4 აგვისტო. 2020. 21:14

 

 

„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

 

სანამ კამპანიაში აქტიურად შევალთ მინდა რომ ქოცებს და ნაცებს ვუთხრა:

ხალხო, შეუძლებელია, გამორიცხეთ, რომ ან მე, ან ბოკერია ლანძღვა გინებით და წყევლა კრულვით დაგვაკომპლექსოთ.

ნანახი გვაქვს ეგ კინო ბევრჯერ - ვერ შეგვეხება.

მიშისტებო - 90 იანებში მიშას იცით რა სიტყვებით ლანძღავდნენ და რა დოზებით?

ჩემ გარშემო სულ ორი ადამიანი თუ ხვდებოდა, რატომ ვმეგობრობდი ამ უცხოპლანეტელთან.  ვერაფრით იგებდნენ რა მაინტერესებდა.

მერე დაეწყო ეს ხალხი და დანარჩენ 96 პროცენტთან ერთად ხმა მისცა.

ასე რომ დამშვიდდით -ზუსტად ვიცი, რომ რასაც ვაკეთებ სწორია, მართალია და ამ ქვეყნისთვის კარგია.

შეუძლებელია შემაკავოთ და პირებს რაღაზე იმყრალებთ და დროს რატომ ფლანგავთ - გაუგებარია“- წერს ჩერგოლეიშვილი.

 

 

big_banner
არქივი