logo_geo
თამარ ჩერგოლეიშვილი ყვერებზე და გამარჯვებაზე
- +

4 აგვისტო. 2020. 22:16

 

 

ამდენი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომ მივხვდეთ - გადამწყვეტ ბრძოლას იგებს არა საყვარელი და ფუმფულა, არამედ ის, ვისაც ყვერები და ენერგია აქვს და ხალხს არწმუნებს, რომ მას ხალხისთვის სასიკეთო ცვლილების გამოწვევა და შედეგის დადება შეუძლია.“-  ამის შესახებ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მასე მოიგო ზვიადმა, მასე მოიგო შევარდნაძემ, მასე მოიგო მიშამ და მასე მოიგო ბიძინამ.

იმ მომენტში რაც იდგა პრობლემად - იმ პრობლემის გადაჭრად ესახებოდათ.

ზვიადი - ეროვნული დამოუკიდებლობა

შევარდნაძე - სტაბილურობა

მიშა - უძრაობის დაძლევა

ბიძინა - ჭორვილა

არცერთი მათგანისთვის არ მიუციათ ხმა იმიტომ, რომ ძალიან ფუმფულა და საყვარელია.

ხმა იმიტომ მისცეს, რომ იმ დროისთვის არსებული პრობლემების მომგვარებლად ესახებოდათ.

დღეს პრობლემად დგას ერთი კაცის თავგასულობა, სიდუხჭირე და განუკითხაობა - ვინც დააჯერებს რომ მიხედავს, იმას აირჩევენ და არა ვარდისფერ პლუშის თოჯინას.

 

 

big_banner
არქივი