logo_geo
ხათუნა ჟორდანია: ვინც გამომიგზავნით ფორმა 100- ს და ექიმის ხელმოწერას, რომ ეს წამლები გჭირდებათ, სიამოვნებით მოგცემთ
- +

5 აგვისტო. 2020. 01:11

 

 

ხათუნა ჟორდანია მეგობრებთან ერთად ურეკში ისვენებს. პროდიუსერის თქმით, მას სურს პირდაპირირ ჩართვები ხშირად გააკეთოს, თუმცა ამხელა რესურსის დახარჯვა მისთვის საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა.

 

„უარავი ადამიანი მწერს, რომ გავაკეთო ლაივები, მაგრამ საკმაოდ რთული ყოფილა. მეუბნებიან, სტიმულს ვაძლევ ადამიანებს, რომ იბრძოლონ. თუკი ერთ ადამიანს მაინც მივცემ ძალას და ენერგიას იმისა, რომ ამ ვერაგ დაავადებას ებრძოლოს, გპირდებით, ნამდვილად გავაკეთებ ჩართვებს.“- აცხადებს ჟორდანია. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ფეისბუქის გვერდზე გასაჩუქებელი მედიკამენტები დადო, თუმცა გაჩუქების პირობა შეცვალა და აი რას ითხოვს პროდიუსერი.

 

„პირადში დავდე წამლები, ჩემს გვერდზე. რამოდენიმე ადამიანმა მომწერა, რომ ეს წამლები სურს. ვინც გამომიგზავნით ფორმა 100-ს და ექიმის ხელმოწერას, რომ ეს წამლები გჭირდებათ, დიდი სიამოვნებით გამოგიგზავნით“- განაცხადა ხათუნა ჟორდანიამ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი