logo_geo
„ისევ ბრძოლაში, მაგრამ ოპტიმისტურად“- ცოტნე გამსახურდია დაბადების დღეს კლინიკაში შეხვდა
- +

5 აგვისტო. 2020. 01:20

 

 

ცოტნე გამსახურდია დღეს 44 წლის გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამსახურდიას ოჯახის წევრები წერენ.

 

ანა ჯაბაური მეუღლეს დაგაბედის დღეს ასე ულოცავს:

 

 „ცოტნე 44

ისევ ბრძოლაში...

მაგრამ ოპტიმისტურად

HB“- წერს გამსახურდიას მეუღლე.

 

 

მილოცვას უერთდება კონსტანტინე გამსახურდიაც. მისი ძის თქმით, გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

 

„დღეს ცოტნეს დაბადების დღეა. ვულოცავთ!

 

უჩვეულო პირობებში ხვდება ამ თარიღს, ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში. გერმანელი ექიმები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან, გამოჯანმრთელების პროცესი ნელა, მაგრამ საიმედოდ წინ მიდის. ეს ფოტოც, რომელიც რამოდენიმე დღის წინაა გადაღებული, ამაზე მეტყველებს.

 

გამოჯანმრთელების პროცესი ბოლომდე მივა. საქართველოს საელჩო გერმანიაში ახორციელებს ყოველდღიურ მონიტორინგს. დაფინანსება არ შეწყვეტილა და არც შეწყდება.“

 

 

big_banner
არქივი