logo_geo
ლიკა გამრეკელი: ეს რა ჯიშია არ ვიცი... აღარ არის შვილმკვდარი მამა?
- +

5 აგვისტო. 2020. 01:37

 

 

ლიკა გამრეკელი თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„აღარ არის შვილმკვდარი მამა?

 

დედაჩემს მე რომ არ ვყავდე, კარგი ცხოვრება კი არა საერთოდ ცხოვრება არ ექნებოდა, სიცოცხლე მაშინ მთავრდება როცა შენი შვილი სუნთქვას წყვეტს, იმ წამიდან არსებობას იწყებ ადამიანი, ნუ მე ესე ვფიქრობ.  ეს რა ჯიშია არ ვიცი.

 

მაშინ მივხვდი ეს ვინ იყო, როცა შვილის გარდაცვალების ცნობიდან ნახევარ საათში ტვ -ეთერში იყო ჩართული“- წერს გამრეკელი.

 

საზოგადოების გაკვირვება ჯუმბერ ბაჩალიაშვილის პოლიტიკურმა განცხადებამ გამოიწვია. როგორც გარდაცვლილის მამამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ცხოვრება არჩევნების შემდეგ გაუმჯობესდება.

 

„ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბრის ბოლომდე ბრძოლას არ შევწყვეტთ. იმედი მაქვს ნოემბრიდან უკვე დაიწყება კარგი ცხოვრება და ყველაფერი კარგად იქნება და ყველას გვეშველება.

გამოვიღვიძოთ და ერთად ვიყოთ, ყველა მშობელს ვთხოვ, დავდგეთ ერთად, გადავრჩეთ, შვილები გადავარჩინოთ”.- განაცხადა „ფორმულასთან“ საუბარში ბაჩალიაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი