logo_geo
კონსტანტინე გამსახურდია: დღეს ცოტნეს დაბადების დღეა, უჩვეულო პირობებში ხვდება ამ თარიღს...
- +

5 აგვისტო. 2020. 11:10

 

 

დღეს, ცოტნე გამსახურდია იუბილარია, ის 44 წლის გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია საკუთარ ძმას იუბილეს ულოცავს და აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის.

 

„დღეს ცოტნეს დაბადების დღეა. ვულოცავთ! უჩვეულო პირობებში ხვდება ამ თარიღს, ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში. გერმანელი ექიმები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან,

 

გამოჯანმრთელების პროცესი ნელა, მაგრამ საიმედოდ წინ მიდის. ეს ფოტოც, რომელიც რამდენიმე დღის წინაა გადაღებული, ამაზე მეტყველებს. რეაბილიტაციის პროცესი ბოლომდე მივა. საქართველოს საელჩო გერმანიაში ახორციელებს ყოველდღიურ მონიტორინგს. დაფინანსება არ შეწყვეტილა და არც შეწყდება“, – აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი