logo_geo
მანჩო გიორგობიანი: საერთოდ არ გამიკვირდა თოფაძეებისგან, ქალს არ გათელავდნენ ფეხქვეშ, არც უმამოდ გაზრდილ ბიჭს...
- +

5 აგვისტო. 2020. 23:58

 

 

მანჩო გიორგობიანი ბუსა ჟვნიასა და თოფაძის შვილიშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

გიორგობიანის თქმით, ორივე ოჯახმა საზოგადოებას ადამიანობის და მაღალი მორალის მაგალითი აჩვენა.

 

„აი, ეს არის ჩემი საქართველო, რომელსაც მე ვიცნობ, რომელიც მშობლიურია და რომელიც ძალიან ბევრს გვენატრება... ღირსების და კეთილშობილების მაგალითები, აი, რაზე უნდა მიუთითოთ შვილებს...

 

ძალიან ცუდ მაგალითზე უნდა ავხსნა, მაგრამ სხვანაირად არ თუ ვერ ესმის ბევრ უჯიშო ვითომ ქართველს!

 

მოხდა უბედურება, ტრაგედიაა რაც მოხდა, ამას არავინ უარყოფს და  არ დავიწყებ ბუსას გამართლებას, რომელიც არაჩვეულებრივი ბავშვი იყო ყოველთვის, განათლებული და  ვაჟკაცი... ჩემი მიკას მეგობარია... უმძიმესი ცხოვრება აქვს გამოვლილი ამ  ბიჭს, სულ პატარას წაართვეს ბავშვობა და დაემუქრნენ სიკვდილით ღიად! ...  მერე ბადრი პატარკაციშვილი იცავდათ, სკოლაშიც კი აკითხავდა, უმამობა რომ არ ეგრძნოთ, ყველაფერს ცდილობდა  და ისიც მოუკლეს!.. კიდევ ერთხელ ჩამოენგრათ მთელი სამყარო ამ ბავშვებს.. მუდმივ შიშში...

 

დიახ, არ მოგეჩვენათ, ნინოს  ემუქრებოდნენ შვილებით და ასე გააჩუმეს! იმთავიდანვე ბუსამ იცოდა რა  ტრაგედიაც დატრიალდა მის ოჯახში, მუქარაზეც იცოდა!  ძალიან ბევრი რამე იცოდა მისი ასაკისთვის, საშინლად ბევრი!.. (ეს ცალკე ვიცი მე, ბიჭებისგან)

 

როცა წამოიზარდა, სადაც გადაეყარა, იქ აგინა  კიდეც პირში მის  "ძვირფას" ნათლიებს, მათ შორის გია ბარამიძესაც და არც გაბედოს უარყოფა!..

მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა,  ვერ იქნება ინდულგენცია და  ვერ გაამართლებს მის საქციელს.. სამწუხაროდ, პასუხი უნდა აგოს.. იმედი მაქვს, სასამართლო გაითვალისწინებს ყველაფერს...

 

ბუსა,  მიყვარხარ   და  ასეთ რამეს შენგან  ვერ წარმოვიდგენდი.. იმედი მაქვს,  ნანობ რაც გააკეთე.  ძალიან ბევრ ადამიანს გვატკინე  გულები და მტრები გაახარე...

 

ძალიან მინდა, ყველაფერს ეცადო რომ გამოასწორო...

 

მაგრამ ამ პოსტს სულ სხვა რამის აღსანიშნავად  უფრო  ვწერ... სამაგალითო, მისაბაძ  ადამიანებზე...

 

როგორ ღირსეულად მოიქცა დედა -ნინო ქადაგიძე-ჟვანია , როდესაც ბოდიში მოიხადა და გულწრფელად უთხრა  თოფაძეებს, რომ ერჩივნა  მათ ადგილას   თვითონ  ყოფილიყო... ის აშკარად არ ტყუოდა, მე ვიცი , ადრეც მინახავს ასეთი რამე ... როდესაც დამნაშავის ოჯახში ალალად უნატრიათ, მეორე მხარეს ყოფნა, თუნდაც მათი შვილი სასიკვდილოდ განწირულიყო.. სხვისი შვილის უბედურებას , თავისი უბედურება ერჩივნათ ადამიანებს...

 

და ნახეთ, როგორ ღირსეულად იქცევიან ნანერვიულები  თოფაძეები, როდესაც მამა ირაკლიმ და ბაბუა  გოგიმ  განაცხადეს, რომ ნინოს შეხვდებიან და მხარს დაუჭერენ და რომ  შეეცოდათ ბიჭიც და დედაც...

 

დედას გეფიცებით, საერთოდ არ გამიკვირდა თოფაძეებისგან, აი  ზუსტად ასეთ საქციელს  ველოდი... ვიცოდი, რომ ჩემი საყვარელი გოგი ბიძია და უკარგესი ადამიანი ირაკლი სხვანაირად არ და ვერ  მოიქცეოდნენ  გამორიცხულია - ქალს არ გათელავდნენ ფეხქვეშ, არც უმამოდ გაზრდილ  ბიჭს...

 

ზუსტად ასეთ კაცურ კაცობას ველოდი... 

 

თოფაძეებს იმდენი სიკეთე აქვთ ნაკეთები, ლევანი აუცილებლად კარგად იქნება, ჯანსაღი და ჯანმრთელი...

ბიჭებო, ბევრი ადამიანი ლოცულობს თქვენთვის  და თქვენი ოჯახებისთვის ყველაფერი კარგად უნდა იყოს!.. გგულშემატკივრობთ! ..

 

აი, ეს არის ჩემი თბილისი, ჩემი საქართველო და ეს ოჯახები, ლეშიჭამია სვავებს და გიენებს  არ მოგცემენ საშუალებას  , რომ მათი ოჯახების ტრაგედია თქვენი სარეიტინგო-საჯილდაო ქვად ან ბურთად გაიხადოთ და ჩამოაჯინოთ ხალხი სასეიროდ!..

 

ხომ განახეს უკვე ღირსების უმაღლესი პილოტაჟი თუ ერთმა მხარემ, თუ მეორემ?! 

 

ჯერ სად ხართ?!“- წერს გიორგობიანი.

 

big_banner
არქივი