logo_geo
დავით შემოქმედელი: მურმან ჯგუბურია გარდაიცვალაო...
- +

6 აგვისტო. 2020. 14:43

 

 

„საშინლად დამწყვიტა გული ამ ცნობამ. „ფეისბუქის“ სივრცისათვის შედარებით უცნობი იყო, მაგრამ, რაც მთავარია, ქართულ ლიტერატურაში თავისი ღირსეული ადგილი ჰქონდა და ექნება მომავალშიც“, - ამის შესახებ „რუსთაველის საზოგადოების“ პრეზიდენტი, პოეტი დავით შემოქმედელი მურმან ჯგუბურიას გარდაცვალების შესახებ წერს.

 

„მურმან ჯგუბურია გარდაიცვალაო...

 

საშინლად დამწყვიტა გული ამ ცნობამ. „ფეისბუქის“ სივრცისათვის შედარებით უცნობი იყო, მაგრამ, რაც მთავარია, ქართულ ლიტერატურაში თავისი ღირსეული ადგილი ჰქონდა და ექნება მომავალშიც.

 

შესანიშნავი პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, ესეებისა და ლიტერატურული წერილების ავტორი, ერთგვარი ლიტერატურული მეტრიც.  მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ მუდამ დიდი პატივისცემა გაგვაჩნდა.

 

ერთხელ თავისუფლების მოედანზე შემხვდა: დათო, დათოო, მეძახის, მოვიხედე, მურმანია. გამიკვირდა მისგან, ასე მაღალი ხმით. არ უყვარდა ხმამაღალი საუბარი, თითქოს ჩურჩულებდაო.

 

- გირეკავდი ეს დღეები, შენ სულ როგორა გაქვს ტელეფონი გამორთული, ან ნომერი ხომ არ შეგიცვლიაო.

 

- რა იყო-მეთქი, ვკითხე.

 

- შენს ლექსებზე წერილი დავწერე და მინდა გადმოგცეო. ჯიბიდან წვრილად ნაწერი  ამოიღო და გადმომცა. სათაური ასე იკითხებოდა: „პოეტი, ანუ ურჩი გადამხდელი“.

 

 ერთ-ერთი საუკეთესო წერილია, რაც ჩემზე დაწერილა, რომელიც შემდეგ  ჩემს წიგნს - „ხსოვნის ანაბეჭდებს“ დავურთე.

 

თქვენდამი მადლიერება გამყვება ბოლო ამოსუნთქვამდე!

 

მშვიდობით, ბატონო მურმან!“ - წერს დავით შემოქმედელი.

 

 

big_banner
არქივი