logo_geo
ელენე ხოშტარია სააკაშვილს: NGO-ებს დაესხა თავს რუსული სტილია და პოლიტიკური უმწიფრობა!
- +

24 მარტი. 2017. 03:55



„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია, სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს


„რუსეთი რომ საქართველოს ძირს უთხრიდა და უთხრის ყველა შესაძლო ფორმებით, ამაში ახალი არაფერი არაა. რაც მეტი ფაქტი გამოვლინდება ამისი - უკეთესი. მაგრამ! შენი (ჩვენი) შეცდომები და დანაშაული ეცადო, რომ ამას დააბრალო და კიდევ NGO-ებს დაესხა თავს (რუსული სტილია სხვათაშორის), არის უკიდურესი არაკეთილსინდისიერება და პოლიტიკური უმწიფრობა", - წერს ხოშტარია.

 

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის წინააღმდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელი PR სპეციალისტი დაიქირავა, რომელიც ქართულ არასამათავრობო ორგანიზაციებთანაც თანამშრომლობდა.


 

big_banner
არქივი