logo_geo
მანჩო გიორგობიანი: ბაჩალიაშვილების ახლობლები სად ხართ? ვერ ხვდებით, რომ საშინელება სჭირს ამ ოჯახს?
- +

6 აგვისტო. 2020. 21:37

მანჩო გიორგობიანი საზოგადოებას მოუწოდებს, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების კრიტიკისგან თავი შეიკავონ. როგორც გიორგობიანი წერს, მას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი შვილის გარდაცვალების მთელი ტრაგიკული არსი, ამ დროს მშობელი საღი გონებით დიდი ხანი ვერ აზროვნებს, მთელი სამყაროს მიმართ პროტესტის გრძნობა უჩნდება და ემოციურად შეიზლება მართული გახდეს.

 

„და მაინც მინდა გითხრათ,  რაღაცნაირად აგიხსნათ... რაც არ უნდა ცუდად და  ჩვენთვის გაუგებრად იქცეოდეს ჭირისუფალი, მაინც მოერიდეთ მისთვის პასუხის მოთხოვნას როგორც ჩვეულებრივი ადამიანებისგან...

 

საკუთარ მაგალითზე გეტყვით, რომ პირველი  თვეები სრულიად არაადეკვატური ვიყავი, თითქმის წლამდე. რაღაცეები მელანდებოდა, ხან რა მეჩვენებოდა, ხან რა მეზმანებოდა, ხან რას ვბოდავდი... ხან  მეგონა, რომ  გავიღვიძე და სხვაგან მოვხვდი, აი ასე პირდაპირ სხვა სამყაროში... ხან მეგონა, რომ უკვე გარდაცვლილი  ვარ.. მოკლედ, არ ვიცი , როგორ აგიხსნათ - ჩვეულებრივი გიჟი ვიყავი..   მშობლების ტვინი ებრძვის სიმართლეს, არ იჯერებს,  რომ მისი სისხლი და ხორცი აღარ არის, ამ დროს, მთელ სამყაროს უცხადებს პროტესტს, ხშირად გექნებათ გაგებული რომ ღმერთსაც განდგომიან რაღაც დროით და  ასეთ  მომენტში,  ძალიან იოლია  კიდევ მათი  გადარევა... მით უმეტეს, ასეთ სიტუაციაში, როდესაც სუიციდზეა ლაპარაკი, იმდენად მიუღებელია მშობლებისთვის ეს რეალობა,  საკუთარ დანაშაულზე ფიქრი (ამ დროს , პირველი მაგაზე ფიქრობ, რომ მე რა დავაშავე?! და სულ რომ არაფერი გქონდეს დაშავებული, ძალიან ბევრ მიზეზს პოულობ "სადამნაშავეოს", რაც კიდევ გაგიჟებს)... აი,  ამ არაადეკვატურ რეალობაში.. ვინმემ რომ დაუწყოს დარწმუნება მანჩო გიორგობიანმა მოგიკლათ შვილიო, შეიძლება დაიჯერონ და ბრიფინგიც გამართონ...

 

ამიტომ  გთხოვთ, ძალიან სერიოზულად ნუ მიიღებთ მათ განცხადებებს,  მკაცრად ნუ განსჯით, გავა დრო, ნელნელა დაუწყნარდებათ ტვინი, გააცნობიერებენ რეალობას... ამ წუთას, დარწმუნებული ვარ, რომ ვერ აზროვნებენ..

 

აი, ის ხალხი, ვინც მათ სიგიჟის ზღვარზე მისულ მდგომარეობას იყენებს საკუთარი მერკანტილური მიზნებისთვის, აი ესენი -მაგარი  საცემები ხართ,  გეფიცებით და ის მიკვირს, ან შაქარაშვილებს ან ბაჩალიაშვილებს, ისეთი ახლობელი  კაცები როგორ არ აღმოაჩნდათ, რომ  ეს მისეული ლეშიჭამია სვავები და გიენები გაბრდღვნათ შუაზე ისე, რომ მეორედ მიკარება ვეღარ გაბედონ?! რას ათრევინებთ ამ თქვენ ახლობლებს? ან მეგობრები სად ხართ ამ ბავშვების?!

ჩვენ თაობას, ჩვენი გარდაცვლილი მეგობრების მშობლების შეურაცხყოფას და ასე თრევას არავის გავუტარებდით, ეს განსხვავებაა ჩვენს და თქვენს შორის... მაინცდამაინც ძალისმიერი მეთოდებისკენ არ გიბიძგებთ, ერთი აქცია რა გაგიხდათ, უბრალოდ არ მესმის, გადაცემაში ცრემელების საყრელად ხომ კარგად შეიკრიბეთ და დაღუპული მეგობრის დედას როდესაც თავზე ახტებიან ნაგლად და ბიძას გიგინებენ, (სულ რომ მართლები არ იყვნენ, ) არადა, თან მართლები არიან... ამ შეურაცხყოფას როგორ ირგებთ "დედის რძესავით" , ვერ ვხვდები?!..

 

ან ბაჩალიაშვილების ახლობლები სად ხართ? ვერ ხვდებით, რომ საშინელება სჭირს ამ ოჯახს, როგორი დასაჯერებელია მათთვის სიმართლე?!   და ამ დროს,  აღმა-დაღმა დააწოწიალებენ  ისრებს აქეთ-იქეთ  ატრიალებინებენ,  მალე ამათაც გაამეორებინებენ, ბერა და ილონ მასკიო, თუ დასჭირდათ ნასა-ო, ამასაც ათქმევინებენ...  ამას ვინც ტელევიზიით უყურებთ , ამ საგიჟეთს, თქვენ გაუბედურებულ ახლობლებს რომ პოლიტიკური მაქინაციებისთვის აპამპულავებენ , ვერ ხვდებით?!

 

რას ელოდებით, ქვეყნის მასხარებად როდის გადააქცევენ, ჭირისუფლებიდან?!..

 

ხალხნო, გთხოვთ რა... წარმოუდგენელი რამე სჭირთ, გაუსაძლისი, არ ეთანხმება ტვინი , არა! ნურც ის გიკვირთ,  შეიძლება ჩემი შვილი არც არის დაკრძალულიო, ამას რომ იტყვის ადამიანი, ხომ უნდა მიხვდეთ, რა ცუდად არის?!.

 

პირადად მე, ეიფორიაში , სიგიჟის ზღვარზე მგონიან...  იგივეს ვამბობდი ერთ-ერთ გამწარებულ მშობელზე, წელიწადი აცალეთმეთქი და მართლაც მოვიდა ის კაცი გონს, დაუბრუნდა საღი აზროვნება...

 

უბრალოდ , ამ დროს, წლამდე, ახლობლებმა უნდა ივაჟკაცონ და შეაკავოს ეს ხალხი , სიგიჟეებისგან უნდა დაიცვან... ჩემი აზრით... 

 

და კიდევ გავიმეორებ, სირცხვილი ყველას, ვინც ამ ტრაგედიებს  სათავისოდ და მით უმეტეს, ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის  იყენებს.!..“- წერს გიორგობიანი.

big_banner
არქივი