logo_geo
ქეთევან ბაკარაძე: ომი არ დასრულებულა, გრძელდება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ აუცილებლად დასრულდება დიპლომატიური ნაბიჯებით
- +

9 აგვისტო. 2020. 14:07

 

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე აგვისტოს ომის 12 წლისთავს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

 

„12 წელია, საქართველო და მტრისგან დროებით მოწყვეტილი მისი ორი განუყოფელი ნაწილი სასტიკი ომის ჭრილობების მოშუშებას ცდილობს, მაგრამ ტკივილი არ ნელდება და ასე იქნება იქამდე, ვიდრე ოკუპანტი ჩვენს მიწა-წყალზე მოურიდებლად დაბორიალობს. ომი არ დასრულებულა, გრძელდება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ აუცილებლად დასრულდება დიპლომატიური ნაბიჯებით, ამისთვის ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნების" გუნდი შეძლებს და ჩვენს დევნილებს ღირსეულად და უსაფრთხოდ დააბრუნებს მონატრებულ სახლ-კარში. ეს ჩვენი ვალია, ჩვენი სამშობლოს და მომავალი თაობის წინაშე, რომელმაც უნდა გაიცნოს სამაჩაბლო და აფხაზეთი ისეთი, როგორც იმ სისხლიან და დაუნდობელ ომამდე იყო.

 

ბევრი წელია, შორს ვართ მე და ჩემი აფხაზეთი, თუმცა არც ერთი წუთი არ არის მასზე ფიქრისა და მონატრების გარეშე, ჩემი თანამემამულეების გარეშე, რომლებთან შეხება ყოველდღიურად მაქვს, ჩვენ გვაიძულეს დაგვეტოვებინა ჩვენი სულის ნაწილი, მათ ალბათ, ჰგონიათ, რომ ეს სამუდამოა, მაგრამ აქაც ცდებიან, ქართველი არასოდეს არ ეგუება იმას, რასაც ძალისმიერად აჩეჩებენ და აიძულებენ ე.წ. რეალობას შეაჩვიონ. რეალობა სულ სხვაა და ოკუპანტს აუცილებლად მოუწევს ამის აღიარება.

 

გვახსოვხართ ყველა, ვინც იმ საშინელ ომს შეეწირეთ, გვახსოვს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები თქვენსავე მიწაზე, თქვენსავე ეზოებში უმოწყალოდ გაგიმეტათ მტერმა, ჯარისკაცები კი, გმირულად შეეწირეთ თქვენი სამშობლოს ღირსების და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. გვახსოვს ყველაფერი და გპირდებით, თქვენი ხსოვნის პატივსაცემად მშვიდობით დავამარცხებთ მტერს, რომლის „სამართალი" მხოლოდ ბოროტებაა“ - წერს ქეთევან ბაკარაძე.

 

2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

 

 

 

big_banner
არქივი