logo_geo
გრიგოლ ჩიგოგიძე: მშვიდობით მერაბ!
- +

10 აგვისტო. 2020. 18:02

 

 

„არ მინდა წარსულ დროში ვისაუბრო მაგრამ, მიდის თაობა, მიდიან მეგობრები, კოლეგები. ამ დღეებში მერაბ ოდიშარიამ დაგვტოვა“, - ამის შესახებ სტუდია "პიონერფილმის" ხელმძღვანელია, რეჟისორი, ოპერატორი და ჟურნალისტი გრიგოლ ჩიგოგიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

 

„არ მინდა წარსულ დროში ვისაუბრო მაგრამ, მიდის თაობა, მიდიან მეგობრები, კოლეგები.

 

ამ დღეებში მერაბ ოდიშარიამ დაგვტოვა.

 

1954 წ. პიონერფილმი ახლად შექმნილია,(მადლობა შალვა ბერიანიძეს და გულბაათ აბელიშვილს) ვეძებთ მუსიკას. ფაცია პაიჭაძემ სტუდიაში პუტკუნა ბიჭუნა შემოიყვანა, გაგვაცნო - 11 წლის კომპოზიტორი მერაბ ოდიშარია. ფილმი გამოვიდა, შემდეგ, მერაბი კონსერვატორიის სტუდენტი გახდა.

 

და კვლავ ერთად, ამჯერად საქართველოს ნამდვილ ტელევიზიაში მე მოამბეში მერაბი მუსიკალურ რედაქციაში. საოცარი, წესიერი, მხიარული ადამიანი.

 

პიონერფილმის ყველა პრემიერას ესწრებოდა, შემდეგ შვილიც ბექაც მოიყვანა სტუდიაში.

 

ასე გრძელდებოდა ჩვენი მეგობრობა.

 

მშვიდობით მერაბ!

 

ეს კადრები პიონერფილმის არქივიდანაა...“ - წერს გრიგოლ ჩიგოგიძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი