logo_geo
ეკო ფანგანი: ბათუმში ვიყავი ახლახანს, არსად არაფერი არ იყო დაცული! რომ ჩაგვკეტონ, კი ვიქნებით ღირსები
- +

10 აგვისტო. 2020. 23:08

 

 

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში წერს:

 

„კითხვა მაქვს, ზაფხულში 35 გრადუსში ყველა ცოტა გაწეპილ-გაოფლიანებულ-დანამული რომ არის, სასიამოვნოა ყველას კოცნა, ვინც შეგხვდებათ? ან სხვისი ოფლიანი ხელის გულებიც სასიამოვნოა?

 

27 შემთხვევა გვაქვს დღეს, რაც არ გვქონია აპრილში და მარტში.

ყველაფერი ხომ  გაიხსნა? ხომ

 

დაბრუნდა ცხოვრება? ხომ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც გვინდა? ნუთუ ასე ბევრს გვთხოვენ?

 

ბათუმში ვიყავი ახლახანს, არსად არაფერი არ იყო დაცული (მცირე შემთხვევების გარდა), მომსახურე პერსონალი ყველგან უნიღბოდ, (მათ შორის ტაქსის მძღოლებიც) უხელთათმანოდ, არანაირი დისტანცია და არაფრის სტერილიზაცია, ჩემი დიდი სანიტაიზერით დავდიოდი ყველგან.

 

რამდენიმე დღის წინ ვიყავი დიდ საყოფაცხოვრებო ახალგახსნილ მაღაზიაში, არანაირი შემოწმება შესასვლელში, შიგნით რამდენიმე მომხმარებელი უნიღბოდ დადიოდა და ვისაც ეკეთა, მათაც ნიკაპზე. 

ეს ეხება ბევრ აფთიაქს, სუპერ და არასუპერ მარკეტს, რესტორნებს, ბარებს, ფაქტობრივად, ყველა სივრცეს მთელი საქართველოს მასშტაბით!

კიდევ რომ ჩაგვკეტონ, კი ვიქნებით ღირსები.

პ.ს. ვისაც კორონის არ სჯერა, მათთან საერთოდ საქმე არ მაქვს, ვინც არ უნდა იყოს“- წერს ფანგანი.

 

 

big_banner
არქივი